1 თავი

1.1K 73 61
                                    

- როგორ ბედავთ მითხრათ რომ ამ ყველაფერს ჩემთვის აკეთებთ – თვალები ცრემლებით აევსო გოგონას – თქვენ მე სულს მაცლით და მეუბნებით რომ ეს ჩემთვის კეთდება? რატომ, მამა მიპასუხე რატომ? ასე რატომ გძულვარ.

- საკმარისია პარკ ჰანა – მრისხანედ დასჭექა ხავერდოვანმა ბარიტონმა – ეს უკვე გადაწყვეტილია და ამას გვერდს ვერ აუვლი. 1 თვეში კიმ ნამჯუნს ცოლად გაჰყვები. - შუა ხნის წარმოსადეგმა მამაკაცმა ოთახი სწრაფად დატოვა და ზურგს უკან კარი ხმაურიანად მიიჯახუნა, ღონეგამოცლილი ჰანა მუხლებზე დაეცა, მთელი მისი სამყარო დაინგრა, ერთ წუთში ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველა მისი ოცნება გაუფრულდა...

.......................

- უცნაურია, არ მეგონა რომ ასე სწრაფად დათანხმდებოდი ამ ქორწინებას ნამჯუნ – კიმ ჯუნმიონმა ღიმილით გადახედა სავარძელში მშვიდად მოთავსებულ ვაჟს.

- მამა, შენ ხომ იცი რომ ეს ქორწილი ფეხებზე მკიდია. ერთით მეტი ქალი მეყოლება თუ ნაკლები ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თან როგორც თქვი ეს ჩემი იმიჯის გამოა. ვფიქრობ მართალი ხარ. იმისთვის რომ ჩემი კანდიდატურა უფრო სანდო გახდეს გვერდით «მუდმივი» პარტნიორი მჭირდება.

- ჭკვიანი ხარ და გაწონასწორებული ისევე როგორც მე – ჩაიცინა კაცმა – მაგრამ გაფრთხილებ ნამჯუნ, შენი საცოლე ელიტარული ოჯახიდანაა, ისინი ჩვენს ქვეყანაში კლინიკების უდიდეს კონგლუმერატს ფლობენ. ეს ხალხი დიდ პატივისცემას იმსახურებს საზოგადოებაში, არც კი გაიფიქრო ქორწინების მერე ისე მოქცევა როგორც დღემდე იქცეოდი. ღერთმა იცის რად მიჯდება შენი თავაშვებული ცხოვრების დაფარვა. შეიგნე, კიმ კორპორაციის მომავალი თავი ხარ, ერთ-ერთ მათგან ვინც მსოფლიოს ბიზენს ბაზარზე ამინდს ქმნის. ნუ მისცემ მტრებს საშუალებას ჩაგძირონ.

- ნუ ღელავ მამა, ყველაფერს მივხედავ. მაგრამ გაფრთხილებ ირენეს არ დავშორდები.

uncontrollably fond (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin