4 თავი

657 52 23
                                    

თავი არასდროს უგრძვნია ასე ბედნიერად, ასე მშვიდად ვიდრე დღეს. არასდროს ჰყოლია მეგობრები ვისთან ერთადაც დროს გაატარებდა. არასდროს ჰყოლია შეყვარებული რომელიც მასზე იზრუნებდა. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას რომ სრული განდეგილივით ცხოვრობდა რამდენიმე მილიონიან ქალაქში. არა იმიტომ რომ არავის უნდოდა მასთან მეგობრობა, ან არავის მოსწონდა. არამედ იმიტომ რომ ჰანა მათში მხოლოდ სიყალბეს ხედავდა, მაგრამ დღეს, დღეს ყველაფერი შეიცვალა. ახლა ზის 2 თითქმის უცნობ ადამიანთან ერთად, მისთვის სრულიად უცხო გარემოში და ბედნიერია. მათ არ იციან ვინ არის ჰანა. ეს არც აღელვებს. ჰოსოკი და მისი მეგობარი ჯიმინი რომელიც ცოტა ხნით ადრე შემოუერთდა მათ კომპანიას მას ისე ხედავენ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და არა როგორც პარკ გრუპის მემკვიდრეს. ან კიმ ნამჯუნის საცოლეს, ანდაც შვილს რომელიც საკუთარ მამასაც კი არ უყვარს. ჰანამ არ იცის რა იქნება ხვალ მაგრამ თუნდაც სასჯელი საშინელი იყოს არ ინანებს რომ ამ ბიჭების სახით მეგობრები შეიძინა, თუნდაც ცოტა ხნით.

.......................

ბატონო პარკ, ვწუხვართ მაგრამ ჰანას კვალს ვერსად მივაგენით - დაცვის უფროსი თავდახრილი დადგა შეფის წინაშე და მოსალოდნელი საშნელების მოლოდინში გაირინდა.

- თქვენ რა იმბეცილები ხართ? ქალაქში რომელიც სავსეა ვიდეო-კამერებით ჩემი შვილი როგორ ვერ იპოვეთ? შეუძლებელია უკვალოდ გამქრალიყო

- ბოსს, გუშინ ღამით უამინდობის გამო რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქალაქის მაშტაბით შეწყდა. შესაბამისად კამერებმა ვერაფერი დააფიქსირეს. ამ რესურსის გამოყენებას ვერ შევძლებთ.

- წადი, და მითითებებს დაელოდე - დაძაბულმა ამოიოხრა მინ ჰიოკმა და ხელში ტელეფონი აიღო. - წყეული იყავი ჰანა. სჯობს არც არასოდეს დაბრუნდე.

.......................

- გამარჯობათ ბატონო კიმ - ღიმილიანი სახით შეეგება თანაშემწე კომპანიაში შესულ ნამჯუნს და თავისი კაბინეტისაკენ გაუძღვა

uncontrollably fond (დასრულებული)Where stories live. Discover now