12 თავი

608 50 22
                                    

- ღმერთო ჰოსოკ, ერთ დარტყმით სახე ასეთ დღეში როგორ მოგიქცია - უკვე რამდენიმე საათია უმოწყალოდ დასცინის ჯიმინი მეგობარს და მისი ჭრილობის დამუშავებას ცდილობს.

- გეყოფა იდიოტო. როგორ მივეცით იმის უფლება რომ ჰანა წაეყვანა, ჯანდაბა, ვინ იცის ახლა როგორ უჭირს.

- დამშვიდდი ძმაო, ის ჰანა რომელსაც მე ვიცნობ თავს არავის დააჩაგვრინებს, პირიქით. მე ახლა შენი მდგომარეობა უფრო მაღელვებს. ის კაცი ნამდვილი ფსიქოპატია. მისი თვალები ვნახე როცა გიახლოვდებოდა და მიკვირს საერთდ რომ ცოცხალი გადარჩი.

- ნუ აზვიადებ ჯიმინ. უბრალოდ არ ველოდი და რეაგირება ვერ მოვახერხე.

- ხო რათქმაუნდა. - თვალები აატრიალა ბიჭმა - აღიარე ჰოსოკ ის შენზე ათჯერ უფრო ძლიერია. ყველანაირი გაგებით.

- მაგრამ ჰანა ჩემთან უკეთ გრძნობს თავს - საწყლად დაიჯღანა ჰობი.

- ჰო, კარგი კარგი. ახლა დამაცადე მალამო დაგადო. ჯანდაბა შენს თავს. იმის მაგივრად რომ რომელიმე ლამაზმანთან ვიყო განმარტოებული შენს დასისხლიანებულ სიფათს ვწმენდ. ნამდვილად ჯილდოს ვიმსახურებ ამ ქვეყნად სამართალი რომ იყოს - ხელები თეატრალურად აღაპყრო ჯიმინმა და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.

- მოკეტე თორემ მალე შენც ჩემსავით ლამაზი იქნები - დაექადნა ჰოსოკი, რამდენიმე წამში კი ორივეს სიცილი აუტყდა.

..........................................

- ნამჯუნი მხრის ტკივილმა გამოაფხიზლა და მაშინვე იგრძნო სიმძიმე რომელიც ნახევრად აწვა სხეულზე. კიმმა თვალის გაუხელად შეისუნთქა მძინარე ჰანას სურნელი და გაიფიქრა რომ ეს საუკეთესო რამ იყო რაც კი შეიძლება ახალგაღვიძებულს ეგრძნო. როცა საკმარისად დატკბა მისით თვალები ნელა გაახილა და გოგონას მშვიდ სახეს დააკვირდა. მისი ნაკვთები უბრალოდ იდეალური იყო. თეთრი კანი, შავი თმა და ძილისგან დასიებული წითელი ტუჩები. ნამჯუნი მანამ აკვირდებოდა მძინარეს სანამ ტელეფონმა რეკვა არ დაიწყო. ბიჭმა გოგონას გაღვიძების შიშით სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და ოთახიდან ნაჩქარევად გავიდა. არ ჯეროდა რომ ამ ერთ ციცქნა არსების გამო ასე იქცეოდა, თუმცა ახლა თვითგვემის დრო არ იყო. დღეს მნიშვნელოვანი თათბირი ელოდა და საღამოს იამატოს ვახშამი. კიმი ასისტენტთან მცირე დიალოგის შემდეგ საძინებელში დაბრუნდა წასასვლელად მოემზადა და გასვლის წინ კიდევ ერთხელ მოხედა ჰანას, თითქოს უნდოდა დარწმუნებული იყო რომ ეს პატარა ჯადოქარი მისი საწოლიდან არ გაქრა. ნამჯუნმა ოდნავ ჩაიღმა და ოთახი საბოლოოდ დატოვა.

uncontrollably fond (დასრულებული)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz