თავი 6

451 45 33
                                    

Louis POV:

დიდად არ მომწონდა ის აზრი, რომ ჰარი ჩემს ნივთებში იქექებოდა.

თითქოს პირად სივრცეს მირღვევდა. ნუ მე გვერდით ვიდექი და არ გამოსდიოდა.

თან მეხმარებოდა. ამიტომ ამის ნება მივეცი, რადგან მე ძალიან ზარმაცი ვიყავი.

მაგრამ მაინც!

კარგი... სიმართლე ის იყო, რომ არ მინდოდა განვესაჯე იმ ნივთების გამო, რასაც ხედავდა.

ორჯერ უნდა დავფიქრებულიყავი, სანამ დავთანხმდებოდი!

უბრალოდ მეხმარება და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სასიამოვნო საქციელია.

მაგრამ მაინც არ მომწონს.

თუმცა მის გვერდით თავს ძალიან კომფორტულად ვრძნობდი. თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. კარგი ტიპი ჩანდა.

ყუთებიდან ნივთების ამოლაგება და დახარისხება დაიწყო.

ტასაცმელი, დეკორაციები, წიგნები, სპორტულები, მაისურები და სავარჯიშო რაღაცეები.

ჰარიმ ამომხედა. „რამდენი ფეხბურთის მაისური გაქვს, ფეხბურთი გიყვარს?"

„კი, შენ?"

„ჰმმ, მომწონს. მაგრამ ვერ ვთამაშობ. კალათბურთი მირჩევნია."

მოიცა რააა?!

„რა? ფეხბურთს კალათბურთი გირჩევნია? უტვინო ხარ?"

გაიღიმა და კისერი მოიფხანა. „მგონი...."

მე თვალები ავატრიალე.

„სერიოზულად არ ამბობ იმედია, ხუჭუჭა."

მას გაეცინა.

„სერიოზულად ვამბობ. უბრალოდ კალათბურთი მირჩევნია."

აი ასე დავიწყეთ იმაზე ჩხუბი, რომელი სპორტი იყო უკეთესი.

რა თქმა უნდა, მე მოვიგე. ანუ, მე ყოველთვის მართალი ვარ. ამიტომ შანსი არც ჰქონდა.

ბინძური ნაბიჭვრები (Dirty Bastards)Where stories live. Discover now