თავი 11

485 35 13
                                    

Louis's POV:

იატაკიდან დაბბეულმა ავიხედე. ჰარი და ელი ორივე სიცილით კვდებოდა


ჰარი ჩემს გვერდით იწვა იატაკზე, მუცელი ხელით ეჭირა და თავი უკან გადაეგდო. კიდევ ვკანკალებდი. რამდენიმე წამი დამჭირდა დასამშვიდებლად. ჰარის შევხედე და სიბრაზე ვიგძენი.

„ნაბიჭვარო!!!" დავუყვირე, მაგრამ ის იდიოტი ზედმეტად დაკავებული იყო სიცილით. დივნიდან ბალიში ავიღე და პირდაპირ სახეში ვესროლე. მაშინვე შეწყვიტა სიცილი და შემომხედა.

„ბოდიში." მითხრა, ძლივს იკავებდა სიცილს.

„ახლა განახებ." ვითხარი, წამოვხტი და მას ვეძგერე. სწრაფად წამოხტა ფეხზე, ჩემგან გაიქცა და მაგიდის მეორე მხარეს დადგა.

„შე ნაბიჭვარო! სად მიდიხარ?!" ვუთხარი და შევხედე.

„ხო გითხარი, ბოდიში. ვწუხვარ, რომ ფილმების გეშინია." მითხრა სიცილით.

მისკენ გავიქეცი, წამოიყვირა და სწრაფად გაიქცა. „გაიქეცი, იდიოტო, გაიქეცი, რადგან შენს მოკვლას ვაპირებ!!"

მთელ სახლში დავრბოდით, ზურგში სხვადასხვა ნივთს ვესროდი, რომ გამეჩერებინა: ბალიშებს, ფეხსაცმელებს, ტელევიზორის პულტს. პულტი კედელს მიეჯახა და გატყდა. ელიმ წამოიყვირა და შეშინებული დივანზე ახტა. ჰარი გარეთ გავარდა, მეც გავყევი და აუზში ჩავაგდე.

შიშისგან წამოიყვირა, მაისურზე მომქაჩა და მეც ჩამიყოლა. ამოვყვინთე და სახიდან წყალი მოვიწმინდე, ჩემს გვერდით ამოყვინთა და ისევ სიცილი დაიწყო.

„მოკეტე." ვუთხარი და თავში დავარტყი.

არ გაჩერებულა, უფრო მაგრად დაიწყო სიცილი. კედელთან მივიმწყვდიე და გაბრაზებით შევხედე. გაპცებული იყო. მინდოდა, დამერტყა, მაგრამ მაჯები გამიკავა და ზურგს უკან დამიჭირა.

„აკონტროლე შენი ხელები, პატარა პანკო." ჩამჩურჩულა.

ფართხალი დავიწყე, რომ მისგან თავი გამეთავისუფლებინა და მისი ყველა ძვალი გამეტეხა.

ბინძური ნაბიჭვრები (Dirty Bastards)Where stories live. Discover now