თავი 17

641 44 79
                                    

ლუიმ ღიმილით ისაუზმა. ჰარის სიკეთით შეძრული იყო. და არა მხოლოდ დღეს.

ყველაზე სასიამოვნო ადამიანი იყო, ვისაც შეხვედრია.

რა თქმა უნდა, დრო და დრო, ნაგავიცაა ხოლმე და გამაღიზიანებელიც, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივია.

აქამდე ყვავილები არავის მიუტანია. პირველი იყო. პირველი თაიგული.

პირველი ვარდები.

და თან კაცისგან.

მაგრამ ეს არ აწუხებდა. საერთოდ.

ლუის ასობით ყვავილი მიუტანია ქალებისთვის.

მაგრამ მისთვის არავის მიუცია.

მოეწონა.

მოუნდა, რომ ასე ხშირად მომხდარიყო.

როგორც ჩანს ის უფრო მოსწონდა, როცა ყურადღებას მას აქცევდნენ, ვიდრე როცა თავად აქცევდა სხვას.

გაახსენდა გუშინ მომხდარი ამბები.

ჰარი ყოველთვის ახერხებს, რომ თავი უკეთ აგრძნობინოს.

გაახსენდა, როგორ ეხუტებოდა ღამე ჰარი.

როგორ დამცველობით იჭერდა და მის გაშვებას არ აპირებდა.

ყველა კოცნა და სიტყვები გაახსენდა, რომელსაც ჰარი ეჩურჩულებოდა.
როგორ ასწია ჰარიმ, ისე ადვილად, თითქოს სიმძიმე საერთოდ არ ჰქონდა და როგორ დაბანა.

ამაზე გაწითლდა.

ღმერთო. რა გააკეთა?

ჰარის შეხედა, რომელიც მის გვერდით ჩუმად იჯდა და მშვიდად ჭამდა.

ჰარიმაც შეხედა და გაუღიმა, ფოსოები გამოაჩინა.

ლუიმ დაახველა.

შემდეგ უფრო ხმამაღლა დაიწყო ყველა, ფილტვებზე ხელს ირტყამდა.

ჰარის შეეშინდა. „მეგობარო, კარგად ხარ?" და ზურგზე ხელი გაუსვა.

ლუი კიდევ ახველებდა, თან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.

ჰარიმ წვენის ჭიქა მიაწოდა, ლუიმ სწრაფად მოსვა.

ბინძური ნაბიჭვრები (Dirty Bastards)Where stories live. Discover now