,,,

116 6 7
                                    

~
ის უბრალოდ იჯდა და ცისარტყელის ფერებს შეუჩერებლივ იმეორებდა.
-წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი..
ეს მაგიის მსგავსი რამ იყო, მაგიის, რომელიც გულს ამთელებდა და იმ სურვილს ასრულებდა, რასაც იმ მომენტში და ალბათ მთელი ცხოვრება ინატრებდა.
ცისარტყელა.. ცისარტყელა და კვლავ ცისარტყელა, მოვლენა, რომელიც წვიმის შემდეგ გამოდარების სიმბოლოა, და კიდევ იმედის, იმ პატარა იმედის, რაც სულში ჩაბუდებულ წყვდიადს, სინათლის სახით ევლინება.
ღრმად სუნთქავდა, უსუსური, გაუბედავი და ტკივილით სავსე გამოხედვა ჰქონდა, მისი სხეული თრთოლვას, შიშს და სიცარიელეს მოეცვა.
შეხება სურდა, უნდოდა მისი მშვენიერი თვალების მიღმა, უზარმაზარი სამყარო ეხილა, მაგრამ გამბედაობას,უფროსწორად, დაკარგვის შიშს, მხოლოდ ახლაღა მიეცა საშუალება.
მიუახლოვდა.
ჩაიღიმა.
ღრმად იწამა სასწაულის.
სისხლიანი, აკანკალებული ტუჩები, გოგონას გაფითრებულ შუბლს შეახო.
-სცივა..
თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
ხელები შემოხვია და თავი გულზე დაადო.
-იცი, მესმის შენი გულისცემა..-ღიმილით, ათრთოლებულმა წარმოთქვა- მათ კი არ ესმით, ძვირფასო, არაუშავს, ამას გამოვასწორებ, გპირდები.. მთავარია მე მესმის შენი, შენ კი ჩემი და ასე დავიძინებთ, ერთად, როგორც ორი სული ერთ სხეულში, ჰომ?
კვლავ ჩაიცინა.
-არაუშავს, თუ არაფერს იტყვი..
ხელის კანკალით მოეფერა გოგონას პირი-სახეზე.
-შენ ისეთი მშვენიერი ხარ, ისეთი კარგი..
მუქ თმებზე შეეხო.
-ძირს რომ დავჯდეთ, ჰომ შეიძლება?
მაგრამ აქ თუ გირჩევნია მითხარი, გპირდები წუწუნს არ დავიწყებ, ძვირფასო..
ლოყაზე ეამბორა.
-გთხოვ, მითხარი რაიმე, თუნდაც ერთი, უბრალო სიტყვა, გთხოვ..
ცრემლებმა უსასრულოდ იწყეს სვლა, თვალიდან ნიკაპამდე, ზოგი უსუსური და შეუდრეკელი ცრემლი, თავისდაუნებურად ხვდებოდა გოგონას სხეულზე..
-რატომ არ მესაუბრები? გაწყენინე? გთხოვ, მაპატიო, თუ რაიმე დავაშავე..
ცრემლებმა იმატა, მაგრამ ამჯერად სხეულს უეცრად მოშორდა და შორიდან, შეშინებულმა დაუწყო დაკვირვება.
იაზრებდა,რომ ვეღარ შეძლებდა ძველებურად მოესმინათ ერთმანეთის გულისცემა, რომ ვეღარ უყურებდნენ სახურავიდან კალათბურთის თამაშს, რომ ვეღარ ილაპარაკებდნენ, თავიანთ წინა ცხოვრებაზე, ვერც კენგურუს ყოლაზე და თავიანთ განსაკუთრებულ სიყვარულზე.. ის ტიროდა.. ტიროდა, რადგან არ უნდოდა დაეჯერებინა მსგავსი სისულელე, ის ხომ ემალინი იყო, ემალინი, რომელიც ყველაზე კარგი ადამიანი იყო, მთელს პლანეტაზე, ემალინი, რომელიც სულის ნაწილი გამხდარიყო მისთვის. კანკალებდა და ხმამაღლა ტირილს ვერ ბედავდა, არ უნდოდა, კიდევ ერთხელ სტკენოდა გოგონას..
უბრალოდ იჯდა და თავჩაღუნული, პატარა ბავშვივით, გულწრფელად და დაუსრულებლად მოთქმა-გოდებას მისცემოდა.
როგორი ეგოისტურია, არა? როცა ადამიანების დაკარგვისას, საკუთარ ტკივილზე და დანაკლისებზე ვფიქრობთ და არა იმაზე, თუ როგორ იკარგებიან ისინი, მათი მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა.
მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებიც იბრძოლებენ, არა იმისთვის, რომ სიყვარული წაართვეს, არამედ იმიტომ, რომ ასეთ ჭკვიან და ნატიფ არსებებს, ცხოვრების უფლება არ მისცეს, ერთ-ერთი მათგანი კი, სასოწარკვეთილი, გოგონას ცხედრის გვერდით ზის და მთვარის მკრთალ შუქს დაეძებს, უკუნით სიბნელეში.

~

Kamu telah mencapai bab terakhir yang dipublikasikan.

⏰ Terakhir diperbarui: Oct 13, 2020 ⏰

Tambahkan cerita ini ke Perpustakaan untuk mendapatkan notifikasi saat ada bab baru!

Meet Me In The HallwayTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang