wish you were here

2.5K 131 44
                                    

გუშინდელი ამბის შემდეგ ალბათ გამორჩეულად კარგ ხასიათზეა, გამარჯვების შეგრძნებით არის მოცული და ვერც ღიმილს იშორებს სახიდან. სახლში ცხელი ყავით სავსე ჭიქით დაიარება და საყვარელ მელოდიას ღიღინებს და არ აქცევს ყურადღებას დივანზე როგორც ყოველთვის ერთად მსხდომ წყვილს, რომელიც ინტერესით კვდება
-ამას მე ვესროლო რამე თუ შენ იზამ? - ნერვებ აშლილი ჯინი მეწყვილეს ეკითხება და ხელში არსებული ვაშლის თამაშს იწყებს
-ნუ ხარ ასეთი ფიცხი - იცინის ჯუნი და სასროლად აწეულ ხელს ნელი მოძრაობით და ღიმილით ისევ უკან აბრუნებინებს
-რა გინდათ ხალხო? - გაკვირვებული ისევ ცანცარით ეკითხება და მათ მოპირდაპირე მხარეს დივანზე ებერტყება - შენ კიდე ნუხარ ნერვოზიანი - ჯინს უბრუნდება და ამით მის უფრო გაბრაზებასაც იწვევს
-შვილოო - ლ-ს ჩარტყმით უყვირის - არ მოყვები გუშინ რატო მოვარდი და ხელში გულდაჭერილი რატო ქლოშინებდი? დღეს კიდე ეგეთი გამარჯვებულის მზერა რატო გაქვს აკრული?
-გააფრენთ - დაიწყო ისევ კისკისი
-თუ არ მოყვები ჰობი ვერ გავაფრენთ - ახლა ნამჯუნი მიუბრუნდა როგორც ყოველთვის მშვიდი გამომეტყველებით
-მოკლედ... - და დაიწყო მოყოლა, მთელი ენთუზიაზმით ყვებოდა ამბავს, და მეგობრების სახეზე არსებული ემოციები კი უფრო ახალისებდა.
-გამოვშტერდი - პირღია ჯინმა ამოიბუტბუტა - გიჟია ნუ - და ბოლოს სერიოზული სახით დასკვნის დადებაც მოახერხა
-ეგ ლაწირაკი სერიოზულად მოქმედებს ჩემს ჰორმონებზე - გადაიკისკისა ისევ მხიარულმა - მე იქ რომ გავჩერებულიყავი მართლა ჩავაბარებდი ვაჟიშვილობას ოღონდ ჩემივე ნებით - აკისკისდა და ოცდათორმეტივე კბილი გადმოუყარა წყვილს
-დღესაც არ არის გვიან - თვალი ჩაუკრა და მიდი შენსკენვარ მზერით გადახედმა ჯუნმა
-არც გამიკვირდება სადმე კუთხეში, რომ მიმაუპატიუროს ისეთი გაბრაზებული იყო გუშინ... ახლაც კი მესმის მისი ღრიალის ხმა ყურებში - აღტაცების ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, თითქოს ერთი სული ქონდა ვის როდის ნახავდა და კიდევ ერთხელ დასცინებდა, უსიტყვოდ, მზერის საშუალებით, მაგრამ წინ შაბათი-კვირა იყო და აღტკინებულს როგორმე უნდა მოეცადა.

Euphoria 🔞Where stories live. Discover now