5.

180 40 42
                                    

"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...

იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.

ძალიან მომენატრა შენი მომზადებული კერძები. მომენატრა ის სანახაობა, ოთახიდან რომ გამოვიდოდი, შენ კი სამზარეულოში საქმიანობდი მთელი გულმოდგინებით და საუზმეს ამზადებდი. ან კიდევ ის, ახლადგაღვიძებულს ლოგინში რომ მომართმევდი ხოლმე ლანგარს, მაკოცებდი და მეტყოდი: მინი, ეს შენ მოგიმზადე, მთელი გულითო.
შემდეგ ერთად ვსაუზმობდით.

იყო ისეთი დღეებიც, როდესაც გარეთ მივირთმევდით. შენ ეს არ გიყვარდა, მაგრამ მაინც მომყვებოდი დამჯერი ბავშვივით და სურვილს მისრულებდი.

ღმერთო, ძალიან მეცინება ამის გახსენებაზე.

იცი, ზოგჯერ თავი მტკივა, რადგან აქ რაღაც ფერად კანფეტებს მაჭმევენ. ისინი ასე უწოდებენ, მაგრამ, რატომღაც, მწარეა, მე მათი გემო სულ არ მომწონს. გთხოვ, მოდი და უთხარი, რომ აღარ გააკეთონ იმიტომ, რომ სულ მეძინება და ვეღარ ვახერხებ შენთვის წერილების მოწერას.

მიყვარხარ. შენი ჯიმინი."

შავთმიანი იატაკზე ზის, თავი საწოლზე აქვს მიყუდებული, ფეხებშორის კი წერილი აქვს, რომელსაც ფერადი კალმებით წერს.

ფეხზე დგება, ფანჯარასთან მიდის და ხეზე მჯდომ მტრედს ეგებება:

- მტრედო, გთხოვ, ეს წერილი იუნგისთან მიიტანე.

- მიდი და შენ თვითონ მიეცი, მე თავი ნუ მომაბეზრე! - ფრინველი ფრთხიალებს და ჯიმინს მარტო სტოვებს თავის წერილთან ერთად.

𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊 Where stories live. Discover now