7.

174 39 22
                                    

"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...

იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.

იუნ, იცი, მე თმა უკვე შევიღებე. ფერადად, სულ სხვადასხვა ფრად, ცისარტყელასავით. შენ ხომ მეუბნებოდი, ჩემი ცისარტყელა ხარო, ხოდა, ახლა მართლა ვიქნები.

მე ძალიან მომწონს, ჩემი აზრით, ძალიან მიხდება და, დარწმუნებული ვარ, შენც მოგეწონება.

საღებავები ერთმა ბიჭმა მომცა, ისიც აქ ცხოვრობს ჩემსავით და ძალიან კარგი ადამიანია. არ იეჭვიანო, უბრალოდ, დავმეგობრდით და ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ.

შენზეც მოვუყევი, იუნ, ასე ვუთხარი, იუნგისნაირი ბიჭი არავის არ ჰყავს, მხოლოდ მე - მეთქი და ნამდვილად ასეა.

ძალიან უნდა შენი გაცნობა და, რომ მოხვალ გაგაცნობ, კარგი?

საღებავები მაჩუქა, შენი იყოს, მე აღარ მინდაო, მე კი ბოლომდე არ მიხმარია, ბევრი მომრჩა, მაგრამ არა უშავს, ამასაც გამოვიყენებ რამეში.

მომენატრე, იუნგ, მალე მოდი."

ბიჭი ფერადი თმითა და ბავშვური გამომეტყველებით საწოლზე გულდაღმა წევს. ფეხები ჰაერში აღუმართავს და აქეთ-იქეთ აქნევს.

უცებ, ლოგინიდან სხარტად დგება და ფანჯარასთან მიდის.

- მტრედო, შეგიძლია, ეს წერილი იუნგის მისცე?

- ჯიმინ, ჯობდა ეგ თმა ერთ ფერში შეგეღება, კლოუნს ჰგავხარ. - ამბობს ფრინველი და მიფრინავს. ჯიმინი კი ფეხს აბაკუნებს, ხელებს აჯვარედინებს და გაბუტული სახით, დაბუშტული ლოყებით მიიწევს საწოლისკენ.

𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊 Where stories live. Discover now