6.

179 40 26
                                    

"მაპატიე, იუნგი, მტრედს ვთხოვე, წერილი შენთვის მოეტანა, მაგრამ უარით გამისტუმრა...

იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვა შენამდე.

მახსოვს, შენი ფერადი და ლამაზი თმა, რომლის სტილსაც ხშირად იცვლიდი. სულ იღებავდი, რადგან ერთი ფერი მალე გბეზრდებოდა და იშორებდი, შემდეგ წახვიდოდი, საღებავს იყიდდი და, როდესაც შეიღებავდი, მეტყოდი: ნახე, ჯიმინ, ხომ ძალიან მიხდებაო.
რა თქმა უნდა, ყველაფერი გიხდებოდა... ყველა ფერი გიხდებოდა ყოველთვის.

მიყვარდა, შენი რბილი და ფაფუკი თმით რომ ვთამაშობდი ხოლმე;

ვგიჟდებოდი, როცა ჩემს შეხებაზე გეცინებოდა და გულში ისე მიკრავდი, თითქოს, ცდილობდი, მთლიანად შეგენარჩუნებინე.

მეც მინდოდა, თმა სხვა ფრად მქონოდა, მაგრამ შენ არ მაღებინებდი, მეუბნებოდი, რომ არ მჭირდებოდა, ასეც ლამაზი ვიყავი და თმისთვის ხელი არ მეხლო. მაშინ გიჯერებდი, რადგან მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა - აღარ. მინდა, შევიღებო და, შენ რომ მოხვალ, განსხვავებულად და უფრო გალამაზებული დაგხვდები, კარგი? არ გაბრაზდე, უბრალოდ ძალიან მინდა, ვნახო, როგორი ვიქნები. შენ რომ მოხვალ, აუცილებლად შემიფასე, თუ არ მოგეწონება - გადავიღებავ.

უღმერთოდ მიყვარხარ, იუნგი. გელოდები, მალე მოდი.

სიყვარულით, შენი ჯიმინი."

ჯიმინი ფეხზე დგას, ოთახში აქეთ-იქეთ დადის და ხელში დაჭერილ წერილს ფერადი კალმებით აფერადებს.

თეთრი ფრინველის დანახვისას ფანჯარას უახლოვდება და ღიმილით ამბობს:

- მტრედო, შეგიძლია ეს წერილი იუნგის მიუტანო?

- შენი იუნგით გული ნუ შემიწუხე, ეგ წერილი კი სხვას გაატანე! - გაბრაზებული ფრინველი ბრუნდება და მიფრინავს, ჯიმინი კი მას თვალს აყოლებს, სანამ სივრცეში გაუჩინარდება.

𝙺𝚊𝚕𝚘𝚙𝚜𝚒𝚊 Where stories live. Discover now