ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - ასახავს ადგილს, რომელიც ადამიანს სჭირდება, როცა თავს დაკარგულად და მარტოსულად გრძნობს, კარგავს ყველას და ყველაფერს, მარტო რჩება საკუთარ ფიქრებთან და ყალიბდება იმ კლდედ, რომელსაც ოთხივე მხრიდან ეხეთქება ძლიერი ტალღები. კლდე უძრავია, მაშასადამე, მეტად ძლიერი, ვიდრე ფიქრების კორიანტელად ქცეული, აქაფებული ტალღები. სახლი არ შეიძლება იყოს მხოლოდ შენობა, ის ხშირად ადამიანშია, რომელსაც თუ ერთხელ მიაგნებ, მთელი დარჩენილი ცხოვრება საკუთარ თავშესაფრად იქცევ მის მკლავებსა და სურნელს. 09.06.2024/21.08.2024