სეზონები ერთმანეთს ისე ცვლიდნენ, როგორც ურთიერთობაში მყოფი ადამიანები. შემოდგომისგან გაშიშვლებულ ხის ტოტებზე გამხმარი და აწ უკვე სახლიდან გაქცეული ფოთლების ადგილი ზამთარში ფიფქებმა დაიკავა. დეკემბრის ათში პირველად გათოვდა და ხეები ჭაღარაშერეულ მოხუცებს დაემსგავსნენ. სიცივე ძვალსა და რბილში გაუჯდა ყველას და ყველაფერს. რომ არა აუარება ტრანსპორტი, ქაოსი, უზარმაზარი შენობები, შესაძლებელი იყო, რომ უფრო მეტად დასტყობოდა სეულს ზამთრის შემობრძანება, თუმცა სიცივე ნამდვილად ამაყად იცავდა სეზონის ღირსებას. დრო სწრაფად გადიოდა, ცვლილებები კი ყოველდღე სულ უფრო მეტად თვალსაჩინო ხდებოდა, როგორც გარემოზე, ისე ადამიანებზე. მზე კი ისევ თავის ადგილას იყო, მაგრამ ძალა დაეკარგა, სამაგიეროდ გაზაფხულზე ნამდვილად აიწვერებოდა ცის კაბადონზე თავისი დიადი ოქროსფერი სხივებით და ზაფხულში უკვე მთელი სიამაყით ჩამოიღვენთებოდა დედამიწაზე იმ სანთელივით, წყვილს რომანტიულ ვახშამზე მაგიდას რომ უმშვენებს. ახლა რომ მოჰყინვოდა საკურას შიშველი ტოტები, თავი თეთრი ყინულის ფანტელით შეემოსა პატარძალივით, გაზაფხულს ხომ გამოეწყობოდა სინაზის ფერებში და მთელი სიკეკლუცით მოაფრქვევდა იმ სურნელს, რომლითაც დათვრებოდნენ თბილი ქვეყნიდან დაბრუნებული მერცხლები?! ადამიანები, მაგრამ მხოლოდ ჩვენ არა, ყველა და ყველაფერი ერთდროულად ვმოძრაობთ, ერთ დაუწერელ წესს ვემორჩილებით, გვინდა თუ არა ეს. ცხოვრებსთან ერთად ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ.
ცვლილებები მოიტანა ჯონგუკის კიმებთან გამოჩენამ, როგორც თვითონ უმცროსისთვის, ისე ნეითირისა და თეჰიონისთვის. თავის მხრივ, ბიჭებს შორის ჩამოყალიბებულმა ურთიერთობამ გავლენაც იქონა ორივე მათგანზე, ნეითირიზე თუ მეგობრებზეც. ის პატარა, გამხდარი, სუსტი და დაჩაგრული ჯონგუკი, რომელსაც ერთ დროს თეჰიონი გიჟსაც ეძახდა, სულ ნახევარ წელში გაიზარდა, ფიზიკურადაც და მენტალურადაც. აქეთ თეჰიონმა მოიშორა თავიდან ის უკმეხობა, თინეიჯერობისას რომ დასჩემდა და უფრო მეტად განსხვავებულად დაიწყო იმ ემოციების, აზრების გადმოცემა, რომელთაც მანამ სიუხეშითა და აგდებული ტონით გამოხატავდა. ერთმანეთს სწორი გაკვეთილები ჩაუტარეს, სწორად გადადგეს შემდეგ ნაბიჯები არცისე გამართულ გზაზე, მაგრამ დღეს, ზამთრის პირველი თვის, ცამეტი დეკემბრის სუსხიან საღამოს, სეულის მშვიდ და ადამიანებისგან დასვენებულ ქუჩაში კაშნსა და ქუდში სახით ჩამძვრალ ჯონგუკს ძლიერ მოექცია თეჰიონის თითები საკუთარში და წინ მიდიოდა.
რამდენჯერმე ფლაერების დარიგებაში აღებული ფულით პირველ პაემანზე წაიყვანა ჯონგუკმა თეჰიონი იტალიურ რესტორანში. მიირთვეს პასტა, ლიმონათი და წამოსვლამდე დესერტიც დააყოლეს. ჯონგუკი აჟიტირებისგან ემოციებს ვერ მალავდა. ძალზედ ახარებდა ფაქტი, რომ საკუათარი შრომით გამომუშავებული ფულით თეჰიონი პაემანზე ჰყავდა. საამურად ისაუბრეს, ისხდნენ ისე, როგორც ზრდასრულები, ერთმანეთს შენათოდნენ იმ სიყმაწვილით, ბოლომდე რომ გაჰყვებოდათ ერთურთის მიმართ გაჩენილი გრძნობის ხარჯზე და ბავშვური სილაღით იხსენებდნენ სახალისო ამბებს. თბილი რესტორნიდან სიამოვნებითაც გამოვიდნენ სიცივეში, ფეხითაც ასეთივე მონდომებით გაუყვნენ გზას და ნეტავ, რომ მათთვის ყველაზე უმნიშვნელო იმ მომენტში ზამთრის სუსხისგან შეციებულ ლოყებზე ფიქრი იყო. ერთმანეთში გადახლართული თითები ზუსტად ისე აკავშირებდა მათ სხეულებს, როგორც უხილავი ძაფი მათსავე გულებს.
YOU ARE READING
ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘
Short Storyℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - ასახავს ადგილს, რომელიც ადამიანს სჭირდება, როცა თავს დაკარგულად და მარტოსულად გრძნობს, კარგავს ყველას და ყველაფერს, მარტო რჩება საკუთარ ფიქრებთან და ყალიბდება იმ კლდედ, რომელსაც ოთხივე მხრიდან ეხეთქება ძლიერი ტალღები. კლდე უძრა...