15.

118 30 52
                                    

-გამარჯობა.

-გაგიმარჯოს, ჰოსოკ._თავზე წამომდგარ მეგობარს დაუბრუნა მისალმება და ბიჭის უკან მდგომ წითურზე გადაიტანა მზერა.-ჰეი, ანუ მაინც გაიატანა თავისი ამან?_გოგონას ჰოსოკზე ანიშნა ტუჩის კუთხის ჩატეხვით თეჰიონმა.

-ასე გამოდის.

-ცხელა._სახეზე წამოწითლებულმა ჯონმა ხმაურით გასწია სკამი შეყვარებულისთვის და თავაზიანი ღიმილით დაიკავა ადგილი ჯინასა და ჯონგუკს შორის.-გარეთ საშინელი სიცხეა, თავი ამიდუღდა._წუწუნით მოჰყვა ხელით დანიავებას გავარვარებულ სახეზე.

-სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ეს კვირა ყველაზე ცხელი იქნება ამ სეზონზე. ივნისში რომ ასე ცხელა, ივლისში რა იქნება.

-სიყვარულს თუ დავუჯერებთ, ჩემი სიმხურვალის მიზეზი ეს წითურია._წამით სულ დაავიწყდა სიცხისგან სუნთქვაც რომ აღარ შეეძლო და გვერდით მჯდომს მთელი სიამაყით მიანათა აკიაფებული თვალები.

-არ მანანებინო, რომ შეგირიგდი და ნუ მარცხვენ შენს მეგობრებთან._თვალების ტრიალით მიიწია ჯინამ მაგიდასთან ახლოს მას შემდეგ, რაც ჰოსოკს ამრეზით მიმართა.-ოპა, ტესტის შედეგებით კამყოფილი ხარ?

-წავა რა.

-მოიცადე._სახეზე გაშეშებული ემოციით გადაიხარა მაგიდისკენ და შეყვარებულს გამოსტაცა კოლას ქილა.-მას ეძახი ოპას და მე არა?_ცივი გაზიანი გოგონასთვის თვალის მოუშორებლად მოყლუპა.-მგონი ამაზე უნდა ვისაუბროთ, არა?

-ნუ გავიწყდება, რომ ჯერ კიდევ ვბრაზობ შენზე.

-რა ჯანდაბაღა გავაკეთო, რომ ეგ ფრაზა დაივიწყო და ყოველ ჯერზე, როცა რაღაცაზე უკმაყოფილებას გამოვთქვამ, აღარ გამიმეორო ენის ჩასაგდებად?_დანებებული ისევ სკამის საზურგეზე მიწვა და მკერდთან გადაიჯვარედინა მკლავები ცხვირაბზუებულმა ჰოსოკმა.

-ჰიონ, ტელეფონის დამტენი ხომ არ გაქვს? მიჯდება._შეწუხებულმა ამოხედა ეკრანიდან თეჰიონს.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now