28.

153 33 79
                                    

ოთახში შესვლისთანავე ატირდა, ცრემლებს ვერ უწევდა კონტროლს, ვერც ბრაზს თეჰიონის მიმართ. ყველაფერი სახუმარო ხომ არ იყო, არა? კიმმა კარგად იცოდა, როგორი სენსიტიური თემაც გახლდათ მათი ურთიერთობა და ნეითირის აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯონგუკისთვის. იმ მომენტში, როცა ქალის თვალებს შეხვდა და მისმა ბრაზისგან ავარვარებულმა სიტყვებმა გაუსერა სმენის ორგანო, ჯონგუკმა თავი იმაზე მეტად უსუსურად იგრძნო, ვიდრე ოდესმე. ეს ის მომენტი იყო, როცა არაფრის გაკეთება შეეძლო და ყველაზე მეტადაც ამის ეშინოდა, რადგან ასეთი ჯონგუკი ბედნიერი ვერასდროს იქნებიდა, ასეთი ჯონგუკი არცისე დიდი ხნის წინ დატოვა წარსულში, ახლა ისევ მას ვერ წაეჩეხებოდა პირისპირ მარტოდ დარჩენილი. ყველაზე უარეს ვარიანტად მოიაზრებოდა დღის ასეთი დასასრული, ნეითირის მზერაში იმედგაცრუების დანახვა და ქალის მხრიდან შვილისა და ჯონგუკის ურთიერთობის უარყოფა. წამით არ უფიქრია, ისე თქვა თეჰიონზე უარი, მეორედაც იგივეს გააკეთებდა, რადგან ჯონგუკი ვერ დაუშვებდა მის გამო დედა-შვილს ურთიერთობა გაფუჭებოდა, ვერ დაუშვებდა, რომ იმ ადამიანებისთვის დაენგრია ცხოვრება, რომლებმაც ოჯახის სითბო აგრძნობინეს, სახლის კარი გაუღეს. თეჰიონმა ვერ გაიგო, რატომ თქვა ჯონგუკმა ასეთი რამე, მის ადგილას, ალბათ, ჯეონსაც ექნებოდა მსგავსი რეაქცია. თეჰიონის გრძნობებზე იმ მომენტში არც უფიქრია, მხოლოდ ეგოისტურად სურდა, რომ საკუთარ სინდისთან ყოფილიყო მართალი. ყველა ადამიანშია ეგოიზმის პაწია მარცვალი და არც ჯონგუკი ყოფილა გამონაკლისი. ტიროდა, კარგა ხანს ტიროდა მარტო და ჰქონდა თავში უამრავი ფიქრი ისე არეული, როგორც არასდროს. სალი კლდის განსახირება ნამდვილად არ გახლდათ, სუსტი იყო, ჯერ კიდევ უამრავი პრობლემითა და წარსულის კომპლექსებით თავბრუდახვეული. არც კლდესავით მყარად იდგა, ხშირად სწყდებოდა გვერდებიდან ქვის ლოდები, ხშირად იშლებოდა, ხშირად ეჯახებოდა მას ძლევამოსული ტალღები და ნაწილ-ნაწილ პარავადა გამძლეობას, მაგრამ რაღაც მომენტში ხომ მოხერხდა და თავი ძალიან კარგად იგრძნო?! ისე კარგად, როგორც, ალბათ, ამდენ უბედურება გამოვლილი, ერთ ადგილას უძრავად მდგარი კლდე იგრძნობდა, მისთვის სული რომ შთაებერათ. ეგ თეჰიონთან ერთად მოხდა. ცივი წყლით ტირილისგან ახურებული სახე რომ დაიბანა, სულ ოდნავ დაუწყნარდა გული და ემოციებიც მოიმწყვდია მარწუხში, მერეღა დაფიქრდა თეჰიონზე. მანამ მასზე ბრაზობდა და ეს გრძნობა არც გამქრალა. საძაგელი თეჰიონიც ეგოისტი იყო. ბოლოს გაბრაზებულიც ის დარჩა. გაახსენდა, როგორ ამოილაპარაკა, მე ვარ გაბრაზებულიო და ჯონგუკმა კბილები ერთმანეთს დააჭირა. მთავარი იყო, რომ ნეითირის პრობლემა არ ჰქონდა. მართალია, დალაპარაკება ვერ შეძლეს, ოთახშიც ნაჩქარევად გამოვარდა მარტო იმიტომ, რომ გრძნობდა, სადაც იყო ცრემლები წამოსცვივდებოდა თვალებიდან, ასეთ მდგომარეობაში კი იქ ვერ დარჩებოდა.

ℎ𝑜𝑚𝑒 𝑡𝑜 𝑦𝑜𝑢 - 𝑘.𝑡ℎ ☆ 𝑗.𝑗𝑘 Where stories live. Discover now