2

184 33 22
                                    

"It's okay to want me, 'cause I want you
Been thinkin' it over, but I'm through
So stop wasting all my time, messing with my mind
It's cold-hearted, cold-hearted"

* * *

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ჯელენას ნაცნობი ქალი აკითხავს გადამრჩენელებიდან. ქალი ზედმეტად აჟიტირებული უყურებდა ჯელენას, რომელიც იატაკზე მუხლებით იდგა მორჩილების პოზაში და ჩუმად, უხმოდ ბუტბუტებდა.
-გამარჯობა ჯელენა.-ქალი ესალმება და იღიმის.
და ჯელენას სძულს ეს. არ უყვარდა, როდესაც მას ლოცვას აწყვეტინებდნენ. ეს ნევრებს უშლიდა, რადგან მას ამ დროს არ აცდიდნენ ღმერთთან საუბარს და მისთვის ლოცვას. თვალები გაახილა და მობეზრებულად გახედა მოცინარ ქალს შავ ჟილეტში წარწერით 'saviour'. თავშალს ისწორებს და ნელა დგება იატაკიდან.
-გაგიმარჯოს.-წყნარად პასუხობს.
-მე კეიშა ვარ, შენი პირადი დამხმარე.-კვლავ იღიმება კეიშა და ყავისფერ ნაწნავებს მხარზე იგდებს. -წამოდი უნდა გიჩვენო სად დაბინავდები.-ენერგიულად აღებს პალატის კარებს და მიმღებისკენ მიდის.
-მეგონა ამის მოგვარება ჩემით მომიწევდა.-ჯელენა უკან მისდევს კეიშას.
ჰოსპიტალის შენობის დატოვების შემდეგ პირველი რაც ჯელენას თვალში მოხვდა გადაჭედილი გზატკეცილები და ცათამბრჯენები იყო.
მმოძრავი მანქანები დისკომფორტს უქმნიდა და კონცენტრირებაში ხელს უშლიდა. დაკარგული ბავშვივით მისდევდა კეიშას რომელიც ვითომც არაფერიო ისე გადავიდა წითელ შუქზე და დაელოდა ჯელენას რომელიც ჯერ კიდევ შუა გზაზე იდგა და აქეთ-იქეთ იყურებოდა.
-წამოდი შუქნიშანი სამუდამოდ შენ არ დაგელოდება.-იხუმრა კეიშამ. ჯელენა სწრაფად გადმოდის თეთრ ზოლებიან გადმოსასვლელზე, მისი მზერა კვლავ უკან იყო მიმართული. უყურებდა მანქანებს და ისმენდა განუწყვეტლივ სიგნალს.
-წამოდი ძვირფასო, ბინა გიჩვენო.-იცინის ქალი და ხელს ავლებს ჯელენას მკლავს. ჯელენა გაიცნობიერებლად დახედავს ხელს, რომელიც მაგრად იჭერს მის მაჯას და წინ მიყავს... ცხვირს იბზუებს დ მის გვერდით მიდის. ქუჩები და მანქანები აფრთხობს მას, მაგრამ არ უნდა რომ შეიმჩნიოს.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now