18

160 38 17
                                    

Trust someone is very hard
But distrust is fast machine to death
* * *

რა იქნებოდა სამყაროს, რომ არ შეექმნა ქალი სახელად ჯელენა, ან კაცი სახელად ზეინი? რა მოხდებოდა ომს, რომ მოესპო სიცოცხლის წყარო ლაჟვარდისფერთვალება ქალისთვის? რა იქნებოდა ზეინ მალიკს დაბადების დღე მაინცა და მაინც კარმენში, რომ არ აღენიშნა? ნახავდნენ კი ოდესმე ისინი ერთმანეთს?

რა მოხდებოდა... იქნებ არც არაფერი... მაგრამ მოხდებოდა... დაირღვეოდა სამყაროს ბალანსი...
და შენდეგ რა იქნებოდა? ერთი შეცდომის გამო მსოფლიოს აღსასრული დადგებოდა? ერთი გრძნობისთვის სამყარო განადგურდებოდა?

არა... არაფერი მოხდებოდა მსგავსი. სამყარო არ დაღვრიდა სისხლს ვინმე ზეინისა და ჯელენას გამო.
სამყარო დარჩებოდა ისეთი როგორიც იყო, ერთით მეტი თუ ნაკლები განა რაიმე მნიშვნელობა აქვს?

რა ჰქვია იმას, რაც მუდამ იმ გზაზე გვატარებს რაც დაიწერა ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე ადრე. რა არის ის ძაფები, რომლებიც ძლიერ გვექაჩება... რაღაცისკენ? ვიღაცისკენ?

ბედისწერა... ერთი სიტყვა და მთელი იდუმალება.
რა არის ბედის წერა? განა ვინმე ზის და ათასობით, მილიარდობით ადამიანის ბედს წერს?
ან იქნებ ზერელედ დაუსვამს ხაზებს ფურცლებს და აღარ ადარდებს რა მოუვა ამბის პატრონს?

ან იქნებ უბრალოდ ილუზიაა ყველაფერი ეს. ჩასუნთქვისას ჟანგბადის მიღების ილუზია? მაშ ღირს ჟანგბადის მიღების შეწყვეტა ამის გასაგებად?!

ან თუნდაც ჩვენთვის შექმნილი ცხოვრება? როგორც ეს ფილმებშია ხოლმე. მთავარი გმირი, სიყვარული და ბედნიერი დასასრული.

მაგრამ ვაითუ ჩვენივე ცხოვრების რეჟისორმა სულ სხვა რაღაც ჩაიფიქრა? ან იქნებ სწორედ სცენარისტის ბრალია რაც დაგვემართა? იჯდა და მთელი ღამე წერდა. თავზე დაათენდა, ყავა სჭირდებოდა, კოფეინის ნაკლებობის გამო გული გამალებით უძგერდა და გადაწყვიტა წერტილი დაესვა. მერე დაღლილმა მოიფშვნიტა თვალები და შებრუნდა რომ ყავისთვიდ შაქარი აემატებინა და ამ დროს ჩვენს მთელ სცენარს ცხელი სითხე გადაასხა... ერთი შიეკურთხა და ზედ მოაფურთხა ყველაფერს.

TiO [Z.M.] (completed)Kde žijí příběhy. Začni objevovat