3

174 30 27
                                    

საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება? ვინ იცის...

* * *

ცოტა ხნის წინ ჯელენას მანქანამ მოაკითხა რომელსაც გვერდებზე 'გადამრჩენელები' ეწერა. კარგი ეს ცოტა უცნაური იყო. თავი დედოფალი ეგონა, რომელსაც ხალხის უცნაური მზერა აცილებდა. მაგრამ საწუწუნო არეფერი ჰქონდა ხომ ასეა? მანქანა მიიყვანდა სამსახურამდე და შინაც ის დააბრუნებდა. არანაირი დაკარგვა და მთელი დრამები. ჯელენა უკანა სავარძელზე იჯდა და ქალაქს იმ ხუთი წლის ბავშვის თვალებით უყურებდა, რომელსაც ჯერ ახლახანს ენახა ნევერლენდი. მაღალი შენობები, ხმაურიანი ქუჩები და ხალხის მმოძრავი მასები. თავი საშინლად უზუზუნებდა ამ ხმაურის გამო. თითქმის შეეჩვია ამას. თითქმის? სასაცილოა. ის ხომ ჯერ კიდევ კვირის წინ ჩამოვიდა არაბეთიდან. ნუ კარგი, ბომბების აფეთქების ხმასა და ავტომატების გრუხუნს ურჩევნია სასაცილო, ყვითელი მანქანებისთვის ეყურებინა, რომელსაც დიდი ტრაფარეტი ედო ზედ ასეთივე დიდი ასოებით. 'ტაქსი'.

ვინ წყეულმა შეარქვა პატარა ავტობუსს ტაქსი?

მაგრამ ეს ხომ განსაკუთრებული ავტობუსი იყო. მხოლოდ ერთ ან ორ მგზავრს დაატარებდა და თან თუ ტურისტი ჩაჯდებოდა ექსკლუზიურ ტურსაც დაიმსახურებდა კეთილი მძღოლისგან.

ჯელენას სამსახური არც მეტი არც ნაკლები რესტორანში იატაკის მრეცხავობა იყო. არა, მას ასეთი საქმეები არ ეთაკილებოდა. პირიქით, შრომა უყვარდა, მუდამ მუშაობდა და არ ისვენებდა. რესტორანი მდიდრული იყო. ნამდვილად მდიდრული იყო. აბრას თავზე ხუთი ვარსკვლავი ემაგრა და ხუჭუჭ ასოებში იყო გამოყვანილი სახელი 'Karmen'.
რესტორნის მენეჯერი ქალების მოყვარული, ცინიკოსი და ფულისტი მამაკაცი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ჯელენამ ერთი საათის განმავლობაში დაადგინა. კაცი დაბალი, მსუქანი და თითქმის მელოტი იყო. ნუ სიმელოტეს მაინც არაფერი ეკლდა. საცოდავად დარჩენილი ორი ღერი თმა გაქუცულ თავზე გვერდულად ჰქონდა 'გადალოკილი'. აწკეპილი ულვაშები ყასაბს ამსგავსებდა, და კიდევ ღიმილისას ოქროს კბილი უჩანდა, რომელიც მზეზე ბზინავდა. თუ გულწრფელი ვიქნები, ვიტყოდი, რომ ჟოანი განგებ იკრიჭებოდა და ყველა შემომსვლელს თვალებში ტენიდა მის ოქროს კბილს, რომელიც ღმერთმა უწყის იყო თუ არა ნამდვილი. ჯელენას მისცეს გულსაბნევი წარწერით 'ახალი'.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now