22

147 33 18
                                    

პირველი ნაბიჯი,
პირველი ცდა
შენ ხარ ანგელოზი,
მე ვარ ფრთა
მე ვარ ტალღა, შენ ხარ ზღვა
მე ვარ სიჩუმე არფერი თქვა

* * *

საღამო ხანი იყო... მზე უჩვეულოდ აცხუნებდა. ლოს-ანჯელესი სიცხისგან იწვოდა. ზეინმა კონდენციონერს აუწია და ჯელენას სახის დაკოცვნა განაგრძო. ქალი ხითხითებდა და ცდილობდა კაცი მოეცილებინა.
-შენი ულვაშები მჩხვლეტს.-დაიწუწუნა და ტუჩებზე ჩამოფხატული წვერი მოწიწკნა.
-გჩხვლეტს არა?-ზეინმა ღიმილით დაიწყო ჯელენას მუცელზე კოცნების დატოვება.
-გაჩერდი!-ჯელენამ გადაიკისკისა და ზეინს თავი დაუჭირა.
-ეს არ უნდა გექნა.-დაიბუტბუტა კაცმა როგორც კი ჯელენას კბილებმა თითზე კვალი დაუტოვეს. ზეინი საწოლიდან წამოდგა, ჯელენას ფეხში ჩააფრინდა და მხარზე გადაიკიდა.
-ისე მომიკიდე თითქოს ტომარა ვიყო!-დაიწუწუნა ჯელენამ. მამაკაცს არაფერი უთქვამს უბრალოდ სახლის კარი გამოაღო და ლიფტისკენ დაიძრა.
-ზეინ! გაგიჟდი? გარეთ პაპარაცები იქნებიან!-ჯელენამ მხარზე წამოარტყა ხელი. ზეინმა მისი გამაფრთხილებელი ტონი დააიგნორა. ლიფტი ნოლ სართულზე ჩავიდა და პატარა წკარუნით გაიღო. კარის კაცმა ზეინს და ჯელენას გაოცებულმა გახედა და თავი დაუკრა ორივეს. მამაკაცი აპარტამენტის უკან ეზოში გავიდა და ჯელენა გაზონზე დასვა.
-ახლა რას აკეთებ შენი აზრით?-ჯელენამ წარბები ასწია და ზევით აიხედა.
-აი ამას.-ზეინმა საათს დახედა და ტუჩები აპრიხა. მალევე სარეყავები ჩაირთო.
-ზეინ მალიკ!-ჯელენა ფეხზე წამოდგა და დასველებული თმა უკან გადაიწია. უკეთეს დღეში არც ზეინი იყო. სველი ტანსაცმელი სხეულზე მიჰკრობოდა და მის ათლეტურ სხეულს მიმზიდველს აჩენდა. ჯელენას უნდოდა ზეინისკენ წასულიყო მაგრამ სველ ბალახზე ფეხი გაუსრიალდა და სახით დაეცა. ზეინმა ხელი მუცელზე მიიდო და სიცილი დაიწყო. ეს ხმა სასიამოვნო იქნებოდა ჯელენასთვის ახლა ასეთი გაგულისებული, რომ არ ყოფილიყო. ეზოს სარწყავებმა მთლიანად დაასველა ორივე. ზეინი ბავშვივით იცინოდა და ეზოში აქეთ იქეთ დახტოდა სანამ ჯელენა ცდილობდა წყლის შლანგით გაეწუწა.

ჯელენა ზეინის წინ გამააჯვებულის ღიმილით დადგა. ხელი მენჯზე შემოიდო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ზეინს ხელები მუხლებზე ელაგა და დულის მოთქმას ლამობდა.
-თუ გავცივდები მოგიწევს მომიარო.-ჯელენამ ენა გამოუყო კაცს და სახეში წყლის დიდი ნაკადი შეასხა. ზეინს ხველა აუტყდა, ფაქტია ეყალი ცხვირში შეუვიდა და თვალები აუცრემლიანდა.
უცებ მზერა ჯელენას მიაბყრო... არა სახეზე არ იყო ეს მზერა... უფრო ქვევით... მუცლის ზევით. ჯელენამ ზეინს წარბშეკრულმა გახედა და შემდეგ მის მზერას გამოაყლოა თვალი.
მისმა თეთრმა ნაჭრის კაბამ საოცარი სანახაობა მოუწყო ზეინს. მკერდის თავები სიცივისგან წამობზეკვიდა, სველი კაბა კი სულ მთლად გამჭირვალე გამხდარიყო. ჯელენამ დაიყვირა და ზეინს დაეტაკა. ორივემ მიწაზე მოადინა ტყაპანი. ჯელენა ზეინის სხეულზე რბილად დაეცა, რასაც ვერ ვიტყოდით ზეინზე.
-ზურგი.-წაიწკმუტუნა ბიჭმა და სახიდან სველი თმა გადაიწია.
-უზნეო!-ჯელენამ ზეინს მკერდზე დაალაგა ხელები და გაიცინა.
-ჩემი რა ბრალია?-ზეინმა ტუჩები აბზიკა.
-შენ დამნაშავე ხარ! ალბათ მკითხავ რატომ.-ჯელენა ნელა უახლოვებდა სახეს ზეინისას და თან პატრაზე იღიმოდა. -იმიტომ, რომ ასეთი მიმზიდველი ხარ.-დაუჩურჩულა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-ჰმმმ... -ზეინმა კოცნებს შორის რაღაცის თქმა სცადა მაგრამ მხოლოდ ბგერები ისმოდა. ჯელენა ნელა გადაბობღდა და ბალახებზე ზურგით დაწვა. ორივე თავიდან ბოლომდე გალუმპული უაზროდ იცინოდა. ზეინს ჯელენას ხელი ეჭირა და ჰაერში დაეკიდებინა. ბედნიერება იყო ის რაც მათ ერთმანეთს აჩუქეს ამდენი ტკივილის შემდეგ...

ისინი ერთმანეთს იმ სიბნელეს უნათებდნენ, რომელსაც მათი სულები წაებილწა და ისინივე იყვნენ მიზეზი თითოეული გაღიმებისა.

ღმერთს უყვარს წრფელი სიყვარული... მაშ ზეინი და ჯელენა რჩეულები ყოფილან.

TiO [Z.M.] (completed)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ