Cafuné (Gxg)

709 34 71
                                    


~
Cafuné -
The act of running your fingers through your lover's hair.
~

ყოველ ჯერზე, ვინმეს გაცნობისას ჩემს გონებაში რაიმე სიტყვა ჩნდება, რომელიც არ ვიცი რატომ, მაგრამ მათ ახასიათებთ და ძირითადად, მართალიც აღმოჩნდება ხოლმე.

როცა მას შევხვდი, პირველივე სიტყვა, რომელიც გონებაში გამიჩნდა ჯიუტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად დრამატული სცენა იყო და წამში მილიონ ემოცია გამოიწვია, ფაქტობრივად თავისივე დანაშაულის გამო გამლანძღა, ლამის მცემა და ბოლოს თვითონვე დაიწყო ტირილი, მაინც, რატომღაც ჯიუტი გამახსენდა.

ახლა, როცა პირველად მისი ცხოვრების განმავლობაში გამოთვრა, მაინც ამტკიცებდა, რომ ფხიზელი იყო და ჩემი დახმარება არ სჭირდებოდა კიბეზე ასვლისას, არადა მისი საყვარელი კაბა სულ დასვარა, იმის გამო რომ კედელს ეკვროდა და ძლივს მიათრევდა საკუთარ თავს.
არც მაშინ მომცა დახმარების საშუალება, როცა კარს აღებდა, ასე რომ გასაღებიც დაახლოებით ასი მცდელობის მერე მოარგო.
სახლში შესვლისთანავე ამოისუნთქა და განუყრელი ჩანთა იქვე მიაგდო, სანამ მსუბუქი კვნესით დაიხრებოდა და ფეხსაცმელს გაიხდიდა.
დახმარებას ვაპირებდი, თუმცა წელში გაიმართა თუ არა, მთვრალი ღიმილით შემომხედა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ჩამომეკიდა კისერზე.
-აქამდე მითქვამს, რომ ლამაზი თვალები გაქვს?-მშვიდად მეკითხება და ოდნავ უფრო ახლოს იწევს, მზერას კი ჯერ მე მისწორებს, მერე კი ტუჩებზე გადააქვს და ოდნავ იღიმის.
საინტერესო იყო რამდენად ცვლიდა ალკოჰოლი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვიცნობ, ძირითადად მსგავსი რაღაცების თქმას ვერ ახერხებდა, მხოლოდ მიმოწერისას მეუბნებოდა.
-ძალიან ბევრჯერ.-ვპასუხობ და ვემორჩილები, როცა თავისკენ მქაჩავს და ოთახისკენ იწყებს სვლას.
ზედმეტად საყვარელი იყო ამ წამს, ალკოჰოლის გამო ლოყები შესწითლებოდა, წითელი თმა ოდნავ გაწეწილი ჰქონდა, თუმცა მისი ჩვეული მდგომარეობისგან დიდად არ განსხვავებოდა, თვალებიც, როგორც ყოველთვის ანთებული ჰქონდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვეულებრივ მორცხვი გამომეტყველება აქვს ხოლმე, ახლა კი ზედმეტად სავსე იყო ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ენერგიით, მაგრამ მაინც ლეკვს ჰგავდა.
ვცდილობდი არ გამცინებოდა მისი უეცარი 'სიმამაცის' გამო.
როგორც არ უნდა ეცადა, ვერასდროს ფარავდა იმ ქაოსს, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა. ნუ, ჩემთან მაინც, ყოველ შემთხვევაში.
ცოტა ხნით არ ვაპირებდი მის შეჩერებას, მინდოდა გამეგო სადამდე შეტოპავდა, სანამ რომელიმე მისი პიროვნება გამოფხიზლდებოდა და შეჩერდებოდა.

ImaginesWhere stories live. Discover now