Fucking Desires (Gxg)

3.2K 68 34
                                    


(W: Girl x Girl)
Imagine

შიში. სურვილი. აღფრთოვანება. აღელვება. სიგიჟე. ყველაფერი ეს საოცრად ირეკლებოდა ტერესას ყავისფერ თვალებში. სხეული უთრთოდა და უკვალოდ გაქრობოდა ის კმაყოფილი ღიმილი მთელი დღის განმავლობაში თან რომ ატარებდა გოგოს ყურადღების მისაპყრობად. ნასიამოვნებიც იყო, იმის გამო რომ სურვილი აიხდინა და ახლა იმ არსების მზერის ქვეშ იყო მოქცეული და შეხებას ელოდა.
მთელი სხეული შეუხტა ტერესას, როცა გოგოს ცივი ტუჩები ფეხზე იგრძნო და მისსავე სახეზე ღიმილიც დალანდა. წამიერი კოცნაც კი აღაგზნებდა და სულს უხითავდა.
-ტეს.-ვნებით შეცვლილი ხმით წარმოთქვა  მის ზემოთ მოქცეულმა არიამ. ისე ცუდად იღიმოდა რომ ტესას გონებას უბინდავდა. თუმცა სანამ ხმას გასცემდა ტესა, არიამ მაღლა აიწია და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მისი შიშველი სხეული. ისეთი მშვენიერი იყო, რომ ხელები სურვილისგან აუთამაშდა. ფერმკრთალი, გლუვი, საოცრად ნაზი კანი ჰქონდა, მთვარის შუქზე მარმარილოსავით მოჩანდა და პირდაპირ შეხებას ითხოვდა. არიას კი უკვე თვალებზე ბინდი გადაკვროდა იმ ფიქრების და სურვილების გამო, რომლებიც თავში უტრიალებდა.
თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ტესამ, არია რომ მის სახესთან გაჩნდა. ისე ახლოს იყო, იფიქრა აკოცებდა, თუმცა მხოლოდ ცხვირზე შეხება იგრძნო, მერე კი არიას ცივი ტუჩები მის ყელზე აღმოჩნდნენ.
-საოცარი სურნელი გაქვს ტეს,-ჩურჩულით წარმოთქვა არიამ და აკანკალებული ტესას მოღერებულ ყელს ტუჩებით მიეძალა. კოცნიდა, მსუბუქად, თითქოს არც ეხებოდა, მაგრამ ისეთ მხურვალე გრძნობებს აღუძრავდა ტესას რომ მის ყოველ შეხებაზე კანი ეწვოდა. ძლიერმა ტალღამ დაუარა, არიამ თბილი ენა რომ გადაუსვა მთელს სიგრძეზე მის ყელს.
ყურში არიას ხმადაბალი ჩურჩული ესმოდა, მშვიდი, გარყვნილი წინადადებებით უფორიაქებდა სულს.
სუნთქვა შეეკრა, არიას კბილებმა მის ბიბილომდეც რომ მიაღწიეს და ცხელი სუნთქვა კანზე დაეცა.
-შენი დედაც არია,-კბილებში გამოსცრა ჭკუა დაკარგულმა ტესამ და ხელები ზეწარს ჩასჭიდა.
-ჯერ ხომ არაფერი გამიკეთებია,-მშვიდად ამოთქვა არიამ, თუმცა ეშმაკის ღიმილი სახეზე ტრიუმფალურად აეფარებინა.
-შენი დედაც არია,-გაიმეორა ტესამ და ტუჩს უკბინა.
-თვალებში შემომხედე ტეს,-მელოდიური ხმით  ჩაიზუზუნა არიამ და ტუჩებით ამჯერად გოგონას ტუჩის ბოლოს გაეხახუნა, თუმცა საკოცნელად გამოიწია თუ არა ტესა, მაშინვე უკან დაიხია.-თვალებში შემომხედე, პატარავ.-მკაცრად უბრძანა არიამ და მზერა გაუსწორდა თუ არა, გაუღიმა.-იცი რომ შემიძლია შენს თვალებში შენი გარყვნილი სურვილები ამოვიკითხო? -სისინით წარმოთქვა.-ასეთს რას მიკეთებ?-დაიჩურჩულა და ტუჩები კვლავ მიუახლოვა გოგონას თუმცა კოცნის მოლოდინიც მაშინვე დაუხშო.
-ნუ მაგიჟებ არია.-ხრიწიანი ხმით ამოთქვა ტესამ.
-უკვე გაგაგიჟე პატარავ.-მშვიდად უპასუხა და მშვენიერ სახეზე ჩამოვარდნილი თმის ღერი გადაუწია.-შეიძლება ჭკუიდან შევიშალო ისე მინდა შენი შეგრძნება, შენი გემოს გასინჯვა, მაგრამ ჯერ არა. ჯერ შენით უნდა დავტკბე, სისხლი უნდა გაგიშრო და შენს თვალებში ჩემი სურვილი უნდა დავინახო.
-და საკმარისად ვერ ხედავ?-ხმამაღლა ჰკითხა ტესამ, თუმცა პასუხის მაგივრად ისევ სხვა რამ მიიღო. არიას ცელქი ტუჩები ამჯერად ლავიწებზე მიკრობოდნენ და წამში, ისე მაგრად უკბინა მხარზე, რომ ძალაუნებურად წამოიკვნესა.
-რა თქმა უნდა ვხედავ პატარავ, შენი სხეული გაგცემს, შენი ტუჩებიც ასე რომ გითრთის მოახლოებისთანავე, მერე კი იმედგაცრუებისგან გებუშტებანროგორც კი მოშორდები, შენი თვალებიც გაგცემენ, შენი მზერაც. ვიცი რომ გინდივარ და ისიც გინდა რომ შეგეხო.
-ნუ მტანჯავ არია!-აკანკალებულ სუნთქვას ამოაყოლა ტესამ, თუმცა აღარაფერი უთქვამს, როცა არიამ დააიგნორა და ისევ მის სხეულს მიეკრო. გაბრუებული ტესა მხოლოდ ხმამაღლა სუნთქავდა და თრთოდა.

ImaginesDonde viven las historias. Descúbrelo ahora