For my color of the winter clouds at night

252 16 197
                                    


სევდიანი და წვიმიანი დღე იყო. ისეთი, ყველანაირ იმედს და სიცოცხლის ხალისს რომ გართმევდა და სურვილს გიჩენდა მთელი დარჩენილი ცხოვრება გაუნძრევლად საწოლში გაგეტარებინა.
სამწუხარო ის იყო, რომ საწოლში ყოფნის მაგივრად სამსახურიდან სრულიად დასველებული და დაღლილი ბრუნდებოდა, პროდუქტებით სავსე ჩანთებით, რომლის გამოც ხელები უკანკალებდა. იმდენად დაღლილი იყო შიმშილსაც ვეღარ გრძნობდა და მხოლოდ წამოწოლაზე ფიქრობდა, ყურებში კი ისევ მუსიკის ხმა ჩაესმოდა წუხანდელი სმენის გამო.

-დილა მშვიდობისა, პატარა.-მისაღებში შესვლისთანავე ენერგიული ხმა ჩაესმის და მოულოდნელობის გამო ოდნავ იბნევა, თუმცა მალევე მშვიდდება და სავარძელში მოკალათებულ მეგობარს უღიმის. მია სქელ პლედში ისე შეფუთულიყო მხოლოდ ცხვირი და თვალები უჩანდა, გვერდით ყავის ჭიქა და ჩამწვარი სიგარეტი ედო და შეიძლება ითქვას, კარგად დასვენებულს ჰგავდა.

-ჰეი,-ხმადაბლა პასუხობს ნიკოლი და მხოლოდ ახლა იაზრებს, რომ ბოლო რამდენიმე საათია ხმა არ ამოუღია, ასე რომ ყელს ხველებით იწმენდს და მსუბუქად ოხრავს.

-თუ გშია მაცივარში სალათს იპოვი,-ზუზუნებს მია და ნიკოლის ყველა მოძრაობას აკვირდება.-ახალია, დილით გავაკეთე.

-ღმერთო, ვგიჟდები შენზე,-კვნესის ნიკოლი, ლამის ტირილით მიდის ოთახისკენ, რომ ტანსაცმელი გაიხადოს.

მაცივრამდე როგორ მიაღწია არ ახსოვს, სალათის თეფშზე გადმოღებით თავი არ შეუწუხებია, მაინც ცოტა იყო კონტეინერში, ასე რომ პირდაპირ დაიწყო ჭამა, თავიდან ცოტათი უაზროდ, თუმცა რამდენიმე ლუკმის შემდეგ მაინც მოვიდა გონს და მაცივრის კარის დაკეტვასაც მოაბა თავი.

ოთახში დაბრუნებულს მია ისევ სავარძელში დახვდა, თუმცა ამჯერად ხელში მობილური ეჭირა და ეკრანს ისე უღიმოდა, ლამის ტუჩები ყურებამდე გასწელვოდა და ცოტა არ იყოს, ლოყებიც შეფაკლული ჰქონდა. თუმცა ნიკოლის შესვლისას ჩაახველა და მობილური სწრაფად გადადო.

ImaginesWhere stories live. Discover now