Jealousy (Gxg)

501 23 46
                                    



-ღმერთო ჩემო,-გამაღიზიანებელი ტონით ამბობს შავთმიანი, როცა სტუმრების გაცილების შემდეგ კარს ხმაურიანად ხურავს.-შენგან წამოსული ეჭვიანობის სუნს მეორე ოთახიდანაც ვგრძნობდი.

-ვაუ,-უემოციოდ პასუხობს მეორე და მაგიდიდან თეფშების ალაგებას იწყებს.

-შეეშვი, მე თვითონ მივხედავ.-ხმაშიც კი იგრძნობოდა, რომ ღიმილს ვერ იკავებდა, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აღიზიანებდა მის პარტნიორს.

-როგორც გინდა,-პასუხის გაცემასთან ერთად თვალების გადატრიალებაც არ ავიწყდება და მაგიდის წინ, დივანზე ჯდება, მზერას კი ტელევიზორს უსწორებს, რომელიც რამდენიმე საათია გაუჩერებლად ხმაურობს.

-კარგი რა,-ტუჩს კბენს რომ არ გაეცინოს.- მეგონა უკვე გადავლახეთ ეს, ხომ შევთანხმდით, რომ ყველამ იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ და ჩვენი მეგობრების გამო არ უნდა იეჭვიანო.

-ჯერ ერთი, ჩვენი არა, შენი,-სწრაფად უსწორებს გოგო და გახუნებულ წითელ თმას ყურს უკან იწევს, როგორც ყოველ ჯერზე, როცა კამათს იწყებს.-მეორეც, არ მაინტერესებს შენთვის მხოლოდ მეგობარია თუ არა, მას აშკარად მოსწონხარ და ჩემს თვალწინ გეფლირტავება, ასე რომ შენს ადგილას ჩუმად ვიქნებოდი.

-darling..

-don't ' darling' me right now

-რატომ? გავიწყებს რომ გაბრაზებული ხარ?-ახლა ნამდვილად ვეღარ ფარავს კმაყოფილებას.

-იცი რა, პარასკევია, შენთან ერთად სახლში ჯდომას და შენს ატანას, მირჩევნია ვინმეს წვეულებაზე წავიდე, იქნებ სასმელი მაინც შემხვდეს.-ფეხზე წამოდგა და თითებით თმის ჩამოვარცხნა დაიწყო, თითქოსდა მართლაც წასასვლელად ემზადებოდა. ნამდვილად სასაცილო იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ დიდი ზომის მაისური და სხვადასხვა ფერის წინდები ეცვა.

-ნელ-ნელა ამბობ ყველაფერს არა?-მზერას რომ ადამიანის მოკვლა შეძლებოდა, ახლა შავთმიანი უკვე დამარხული იქნებოდა. მისთვისვე სამწუხაროდ, დივანზე მიმოყრილი ბალიშები მიყოლებით მოხვდა თავში.

-საერთოდ რატომ ვდილობ! Go and talk to your whores and fucking leave me alone.-დრამატულად წამოიყვირა და ის იყო ბოლო ბალიშიც უნდა ესროლა, რომ ხელი დაუჭირეს და ისევ იმ ადგილას აღმოჩნდენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ იჯდა, თუმცა ამჯერად შავთმიანის კალთაში.

-but I'm talking to my favorite one right now..

-you're fucking unbelievable! -შეცბუნებული, კიდევ ერთხელ ხმამაღლა იძახის, თუმცა სანამ გააგრძელებდეს, შავთმიანი აწტყვეტინებს

-მართლა მაინტერესებს, როგორ ახერხებ ყველანაირად დაგეტყოს რომ სხვისი სიახლოვე ჩემ გარშემო გაღიზიანებს. ნებისმიერი სხვა დაფარვას მაინც შეეცდებოდა.

-რა სამწუხაროა რომ ვერ ვფარავ, არა? სხვა ნებისმიერი უკვე დაკავებულ ადამიანს არ ეფლირტავებოდა და არც კალთაში ჩაუჯდებოდა, მისი შეყვარებულის თვალწინ. მაგრამ შენი ძვირფასი მეგობარიც გამონაკლისია, როგორც მე.

-ხომ იცი რომ მე მხოლოდ შენ მაინტერესებ?-მშვიდად ეკითხება და სახეზე ჩამოყრილ თმას უსწორებს.

-ეგ არაფერს ცვლის.

-ნუთუ. არც ეს?

სანამ წითელთმიანი ჰკითხავდეს რას გულისხმობს, მანამ გრძნობს ტუჩებზე შეხებას და წამშივე დნება სიახლოვის გამო. მსუბუქი კოცნა იყო, მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდა, თუმცაღა რა თქმა უნდა, იმაზე მეტად იმოქმედა ვიდრე ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე, მხოლოდ იმის გამო რომ გოგონას მთელი დღის განმავლობაში არ შეხებია, რაც წარმოუდგენლად დიდი დრო იყო.

-საძინებელში თუ..

-აქ.

-დარწმუნებული ხარ?

-აქ და ახლავე, ან წავალ.-იმუქრება, თუმცა სანამ კვლავ ამოიღებდრდ ხმას ისევ კოცნით აჩუმებენ.

-საყვარელი ხარ.-ჩაიცინა.-მართლა. შენი პატარა გამოგონილი წვეულებით და სურვილით, to fuck you where i sat with my friend.

-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.

-არ უნდა ვიყო?

-შეიძლება უნდა იყო.

__________

Jealousy is a disease,
hope I'll get better soon </3

ImaginesWhere stories live. Discover now