ჯიმინ,არ დამტოვო🥺

1.6K 86 9
                                    

❗❗❗ყურადღება:ეს არის "შეწყვეტილი ცხოვრების" მეორე ტომი.თუმცა,არა იმ დასასრულით, რომელითაც პირველი ტომი დასრულდა.მოქმედება გრძელდება მას შემდეგ,რაც ჯიმინი იგებს,რომ ორსულადაა.ის არ კვდება.

ჯიმინის pov:
სახლში მივდივარ.სად ვიყავი?აფთიაქში.რა ვიყიდე?ორსულობის ტესტი.ხო არ მოგესმათ,ორსულობის ტესტი.ბოლო დროს თავბრუ მეხვევა და გუშინ მაღებინა.ღმერთს ვთხოვ ეს სიმართლე არ იყოს.ვიცი,ეს ცუდი საქციელია,მადლობელი უნდა ვიყო, თუ ორსულად ვარ.მაგრამ არ ვიცი, ამას ჯონგუკს როგორ ვეტყვი.ბავშვი, რომ არ უნდოდეს?აბორტი,რომ გამაკეთებინოს?მას მე არ ვუყვარვარ.არც ვძულვარ,მაგრამ არ ვუყვარვარ.დარწმუნებული ვარ, ჩემგან ბავშვი არ უნდა.მაგრამ,თუ ბავშვს გავაჩენ?არა არ მინდა,არ მინდა ეს სიმართლე იყოს.არ მინდა, ორსულად ვიყო,არ მინდა ჩემი შვილი უმამობით დაიტანჯოს.ძალიან ცუდად ვარ.თავბრუსხვევის შეგრძნება ისევ მაქვს.ნერვიულობისგან სადაცაა თავი გამისკდება.ყურსასმენებს ვიძრობ,მუსიკამ საერთოდ არ დამამშვიდა.ცრემლებს ვიწმენდ,როცა სახლთან ჯონგუკის მანქანას ვხედავ.ასე,რომ დამინახოს რამეს იეჭვებს.სახლში როგორც კი შევდივარ სახეზე წყალს ვისხამ.ტესტს ჯიბეში ვიდებ,როცა ნაბიჯების ხმა მესმის.
_ჯიმინ?(ჯონგუკი)
_ხო აქ ვარ(ჯიმინი)ვცდილობ აკანკალებული ხმა დავიმშვიდე.ის საპირფარეშოსთან დგას.მე კი მის დანახვაზე კიდევ უფრო მეშინია და ვცდილობ ორსულობის ტესტი,რაც შეიძლება კარგად დავმალო.მრავალი ფიქრისგან მალე თავი გამისკდება.
_სად იყავი?(ჯონგუკი)
_სუპერმარკეტში(ჯიმინი) მოვატყუე აფთიაქი,რომ მეთქვა რაღაცას იეჭვებდა.
_ხმაზე რა გჭირს?(ჯონგუკი)
_გზაში დავიღალე და მაგის ბრალია(ჯიმინი)
_აა კაი(ჯონგუკი)
_მე ოთახში ავალ,დავიღალე(ჯიმინი)

ოთახში სწრაფად ავდივარ.მინდა დროზე გავიგო ორსულად ვარ,თუ არა ტესტს ვიღებ და ზედ ვაფსამ(😏)15 წუთი უნდა დაველოდო.ვერ ვისვენებ.თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს.ჯონგუკს როგორ ვუთხრა?დრო უფრო და უფრო ნელა გადის.გავიდა 5 წუთი 6 7.ჯანდაბა, მალე მალეე.ყოველ წუთს საათს დავცქერი და საპირფარეშოში აქეთ-იქით დავდივარ,წამდაუწუმ.15 წუთი გავიდა.ხელის კანკალით ავიღე ტესტი.ორი ხაზი,
არაა,ტესტი ხელიდან მივარდება.ოღონდ ეს არა ახლა რა ვქნა.ვიმუხლები და ტირილს ვიწყებ,რაც შეიძლება ჩუმად.მუცელზე ხელს ვისვამ.პატარავ ახლა რა გიყო?მამიკო არ შეგიყვარებს,მას მე ვძულვარ,მაპატიე.მას საერთოდ როგორ ვუთხრა?იქნებ დავმალო?მაგრამ მაინც გაიგებს.ახლა ვერ ვეტყვი.რაც შეიძლება დიდხანს უნდა დავმალო.ვცდილობ სახე ყველანაირად დავიწყნარო.სახეზე წყალი შევისხი,მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდები უფრო და უფრო მეტირება.

შეწყვეტილი ცხოვრება💜🤰ტომი || ( დასრულებული)Where stories live. Discover now