1 თავი

6.5K 177 246
                                    

-ჯიმინ ჰიონ...

-თეე..

ჯიმინი სკოლის კარებთან გაჩერდა და დაელოდა თავის მეგობარს რომელიც, შენობიდან გამორბოდა ყვირილით რითაც ყველას ყურადღებას იპყრობდა. თეჰიონი ისედაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო მისი ჩაცმულობის გამო. მას უყვარდა გამჭირვალე, ფართო პერანგები, რომელზეც რამოდენიმე ღილი ყოველთვის შეხსნილი ჰქონდა და მოტკეცილი შარვლები. ალფები მის დანახვაზე დორბლებს ყრიდნენ. ჯიმინი მისგან სრულიად განსხვავებული იყო, არ უყვარდა ზედმეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა, არც მოტკეცილი შარვლები და გამჭირვალე მაისურები. ის ყოველთვის ხმარობდა ტანსაცმელს რომელიც ორი ზომით დიდი იყო იმ სამოსისგან რომელიც ჯიმინის ზომა იყო. ჯიმინი და თეჰიონი, ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ, ისინი მაინც გახდნენ საუკეთესო მეგობრები. მათ არამარტო განსხვავებული გემოვნება ჰქონდათ, ასევე ისინი განსხვევებულ სამყაროებშიც ცხოვრობენ.

თეს ოჯახი საკმაოდ მდიდარია. მას ყველაფერი აქვს და ყავს ადამიანები ვინც უყვარს და მათაც უყვართ ის.

ჯიმინს მხოლოდ ძმა ჰყავს, რომელთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. მათი სოციალური მდგომარეობაც ნორმალურია. მათი მშობლები ორი წლის წინ დაიღუპნენ. ისინი არქიტექტორები იყვნენ და დეგუში პროექტის გამო წავიდნენ, მაგრამ, მათი წასვლა საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის.

თემ და ჯიმინმა კაფეში გავლა გადაწყვიტეს. არც ერთს უნდოდათ სახლში დაბრუნება ჯერ რადგან იცოდნენ, რომ მეცადინეობა მოუწევდათ. ისინი კარგი მოსწავლეები არიან, მაგრამ, მაინც ეზარებათ საათობით წიგნებთან ჯდომა, ზოგიერთი წინადადებების დაზეპირება და სწავლა. მათ ურჩევნიათ იკითხონ კლას გარაშე წიგნები და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი აზრი. მათ შორის არარის არანაირი საიდუმლო, გარდა ერთისა. ჯიმინი ყველანაირად ცდილობს დამალოს ეს საიდუმლო საგულდაგულოდ. მან იცის, თუ ამას სხვები გაიგებენ მას, საცოდავ, უსუსურ პატარა ომეგად აღიქვამდნენ და არაფერი იქნება მათ თვალში. მას არ სურს ყურადღების ცენტრში მოქცევა და იმის მოსმენა თუ როგორ წუხან მის გამო.

მოსამსახურეWhere stories live. Discover now