3 თავი

2.8K 132 312
                                    

იმ საშინელი ღამიდან უკვე ორი დღე გავიდა. ჯიმინი ამ ორი დღის მანძილზე თავისი საძინებლიდან არ გამოსულა, არც უჭამია და ერთადერთი რასაც აკეთებდა ფიქრი იყო. ფიქრობდა მის ცხოვრებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მიდიოდა... მისი ცხოვრება ნამდვილი ნაგავია.

ამ ორი დღის მანძილზე თეჰიონის ზარები არა და არ წყდებოდა. თითქმის ყოველ საათში რეკავდა და კითხულობდა მის ამბავს. თეჰიონს მოსვლაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი მაგრამ ჯიმინმა დაარწმუნა რომ მისი გაციება შესაძლოა გადამდები ყოფილიყო და არ ღირდა მისი ახლა ნახვა. საბოლოოდ ჯიმინმა შეძლო და თეს გადააფიქრებინა მასთან მისვლა და თეც ტელეფონით ლაპარაკს დასჯერდა.

ახლა ჯიმინი ისევ საწოლზე წევს და ცდილობს ტკივილისდა მიუხედავად ფეხზე ადგეს. მისი სხეული სისხლჩაქევებითა და დალურჯებებითაა სავსე, ზურგი კი მთლიანად დასისხლიანებულია და სხვადასხვა ზომის ჭრილობებზე სისხლია შემხმარი. რამდენიმე მადგანი საკმაოდ ღრმაა, საკმაოდ ღრმა იმისათვის რომ ნაიარევებად დარჩეს.

ახლა ჯიმინის სულთან ერთად სხეულიც დამახინჯდა. ერთადერთი რამ რაც ჯერ კიდევ მთელია ეს მისი გულია.

ჯიმინი რამდენიმე მცდელობის შემდეგ ფეხზე მყარად დგება და კედლის დახმარებით გაუყვება გზას აბაზანისაკენ. არ უყურებს საწოლს, არ აკვირდება საწოლზე დაფენილ ზეწრებს რომლებსაც სისხლის კვალი აქვთ შერჩენილი იმ საშინელი დღიდან.

სააბაზანოში შედის, ცხელ წყალს უშვებს და დუშის ქვეშ დგება. ცხელი წყლის წვეთები რძისფერ ნაზ კანზე გზას მიიკვლევენ და ნელა ეშვებიან ნატიფ, გამოყვანილ სხეულზე. გამხმარი სისხლი ნელა სცილდება ჭრილობებს და წყალი წითლად იღებება. ეს ყველაფერი მტკივნეულია, ზედმეტად მტკივნეუკიც კი მაგრამ ჯიმინი ვეღარ გრძნობს ამ ტკივილს... ტკივილი ჯიმინის სხეულის, ჯიმინის სულის ნაწილი გახდა მას შემდეგ რაც მშობლები დაეღუპნენ. ტკივილი მისი ყოველდღიური თანამგზავრია უკვე წლებია.

მოსამსახურეDove le storie prendono vita. Scoprilo ora