2 თავი

3.3K 143 301
                                    

ჯიმინს დილით ადრე ეღვიძება. უნივერსიტეტში წასვლამდე საკმაო დრო აქვს ამიტომაც საწოლიდან არ დგება და თბილ საბანში გახვეული ნებივრობს. ახლა წესით სახლში მარტო უნდა იყოს, თემინი სამუშაოზეა მათ გარდა კი სახლში არავინ ცხოვრობს. ერთ საათიანი ნებივრობის შემდეგ საწოლიდან დგება და სამზარეულოსკენ მიდის. საუზმედ ბლინების გაკეთებას წყვეტს. მობილურში მუსიკის ჩართვას აპირებდა მაგრამ თვალში მესიჯი მოხვდა რომელიც თეს-გან იყო. მესიჯები გახსნა და წაიკითხა შემდეგ კი თეს გადაურეკა.

-დილამშვიდობის ჩიმ. გაიღვიძე?

გაისმა თეჰიონის ხავერდოვანი ხმა.

-დილამშვიდობის თე. კი უკვე მღვიძავს.

-როგორ ხარ?

-კარგად. შენ?

-მეც. გინდა დღეს გამოგივლი და ერთად წავიდეთ უნივერსიტეტში თან მინდოდა მეკითხა უნივერსიგეტის შემდეგ მოლში თუ გამომყვები. ხომ წამოხვალ? ხომ იცი არ მიყვარს მარტო სიარული? ისიც იცი რომ ათას უაზრობას ვიყიდი და მერე...

-მოიცა. მოიცა. მე ჯერ არაფერი მითქვამს-ჩაიცინა ჯიმინმა- კარგი გამოგყვები მაგრამ მე არაფრის ყიდვას დამაძალებ კარგი?

-ამ... კარგი, კარგი, გპირდები. ახლა უნდა წავიდე, კარგად ჩიმ.

-ნახვამდის თეთე. ერთ საათში გამომიარე.

-კარგი.

ჯიმინმა ტელეფონი გათიშა, მალევე მოიმზადა საუზმე და ოთახში გაიქცა გასამზადებლად. ათ წუთში უკვე გამზადებული იყო. ჩანთას ხელი დაავლო, კიბეებზე ჩაირბინა, ერთი ბლინი ხელში აიღო და გარეთ გავარდა. სახლის კარები გასაღებით დაკეტა და თე-სკენ გაიქცა. თე ღიმილით უყურებდა მის მოუხერხებელ მეგობარს რომელსაც სიჩქარეში სველ ფილაქანზე ფეხი აუსრიალდა მაგრამ წაქცევას გადაურჩა. პირგამოტენილი ჯიმინი თეს უახლოვდება, ეხუტება და ბუზღუნს იწყებს. თე ყურადღებას არ აქცევს მის ბუზღუნს და მანქანას ძრავს. ის უკვე შეეჩვია ჯიმინის ხასიათს ამიტომაც, დიდ ყურადღებას აღარ აქცევს ამას. მუსიკას რთავს, სასურველ მელოდიას ეძებს და პოვნისთანავე იწყებს მასზე აყოლას. ჯიმინი ერთხანს უყურებს მას შემდეგ კი სიმღერას ორივე ერთად აგრძრლებენ. ეს მათი იმღერაა მეგობრობაზე.

მოსამსახურეWhere stories live. Discover now