4 თავი

2.4K 117 100
                                    

ომეგა თვალებს ზანტად ახელს მაგრამ განათების გამო ისევ ხუჭავს და სახეს ხელებით იჩრდილავს. სხეული სრულიად გაბუჟებული აქვს, მთელი სხეული სტკივა, თავი კი დამძიმებული აქვს. წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა. აქ საიდან მოხვდა. ან რა მიზეზით. ომეგა თვალებს ჭუტავს სინათლის გამო და ოთახს ათვალიერებს.

ოთახში ყველაფერი შავია გარდა ჭერისა. ავეჯი, იატაკი და ზეწრები შავია და აქა იქ დასდევს თეთრი კანტები და ორლამენტები. თეთრ ჭერზე რამოდენიმე პატარა განათებაა დამონტაჟებული და ასევე დიდი ჭაღი რომელიც მთელ ოთახს ანათებს.

ოთახი გემოვნებიანად და მდიდრულადაა გაწყობილი, ყველაფერი ერთმანეთთანაა შეხამებული და საშიშთან ერთად ოთახში თითქოს სიმყუდროვეცაა.

ომეგა წამოდგომას ცდილობს, ტკივილი სხეულში ერთიანად უვლის და იატაკზე იკეცება. ტკივილისგან და შიშისგან აცრემლიანებული თვალები სხვადასხვა ნივთებზე და ავეჯზე დახტუნაობენ. ეძებენ რაიმეს თავდაცვისათვის ან გაქცევისთვის გამოსადეგარს.

უცებ კარები იღება და ოთახში სწრაფი ნაბიჯებით ალფა შემოდის. ომეგის პატარა სხეული უფრო პატარავდება და საწოლის გვერდს ეკვრის. ალფა განაგრძობს სიარულს და ჯიმინის წინ ჩერდება, ზემოდან დაჰყურებს აკანკალებულ სხეულს და ბოროტულად იღიმის.

-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში. ტროი! შემოდი!

ამის თქმის შემდეგ ომეგას სახეში მწარედ ურტყავს და ჯიმინიც მაშინვე კარგავს გონებას დასუსტებული და გამოფიტული ორგანიზმის გამო. ბოლოს რასაც მისი თვალები ამჩნევენ სილუეტია რომელიც კარებში ჩნდება და მათკენ მიემართება. ვერ არჩევს ალფაა, ბეტა თუ ომეგა მისი დაბინდული მხელველობის გამო. მისი სუნის რეცეპტორები კი მხოლოდ სისხლის სუნს ცნობენ რომელიც ჯიმინის გახეთქილი ტუჩიდან და ცხვირიდან მოედინება.

ალფა უხეშად ავლებს ხელს და ლოგინზე აგდებს, ბეტას გზას უთავისუფლებს ომეგამდე მისასვლელად თვითონ კი კარებთან დგება და შორიდან აკვირდება ბეტას მოქმედებებს.

მოსამსახურეWhere stories live. Discover now