1

443 33 341
                                    

5 დღე! მთელი 5 დღე! სიბნელე! წყვდიადი! მხოლოდ კუთხეში მიგდებული ხის თოჯინა, რომელსაც მშვიდად ეძინა... ნუთუ მკვდარია?! ნუთუ წავიდა? ნუთუ უბრალო თოჯინაა რომლითაც ითამაშეს, შემდეგ კი მიაგდეს? ჯეონ ჯონგუკი. ეს მისი სახელია ხო? ჯონგუკი... ჯეონ ჯონგუკი, ამელიას თოჯინა, რომელიც მისთვის განსაკუთრებულია. რატომ?! ამას რატომ აკეთებს?! პასუხი მარტივია. ის ხომ ფსიქოპატია. მაგრამ როგორც ვიცით ფსიქოპატებად უბრალოდ, უცბად არ ხდებიან, ხომ? რაარის ამის მიზეზი? ნუთუ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მარიონეტები ყავთ? რატომ?! რატომ აკეთებს ამელია ამ ყველაფერს?!
ჯეონ ჯონგუკი... უბრალო მარიონეტი, რომელსაც მისი უჩვეულო ცხოვრება ენატრება! ის ხომ მსხვერპლია! მის ხის თვალებშიც კი სევდას შეამჩნევთ! ნუთუ ვინმეს ელოდება? ვინმეს, ვინც მას ამ წყვდიადისგან იხსნის და გადაარჩენს...

ავტორის Pov*

ამელია_კიდევ გაქცევას ცდილობ ჯეონ ჯონგუკ?! არ გეყო მაგისთვის რომ 5 დღე გამოგკეტე!? ისევ?!?!?_ბოლოხმაზე უყვიროდა მოხუცი ქალბატონი უმცროს ბიჭს, მაგრამ ჯონგუკს წარბიც არ შეურხევია... ქალი მას ნელ-ნელა უახლოვდებოდა
ამელია_თამაში გადაწყვიტე ჯონგუკ? ასე ძალიან მოგენატრა ჩემთან თამაში?_შეხედა და გაიცინა
ჯონგუკი_შენი ამაზრზენი ხმა მაღიზ-ზ-იანებს_ძლივს თქვა
ამელია_ოოვ ვიღაცას შეკეთება სჭირდება? მაგრამ იმსახურებ ამას ჯონგუკ? მიპასუხე! იმსახურებ?!_ისევ გაიცინა
ამელია_ნუთუ დაგავიწყდა ბოლოს რომ დამიპირისპირდი რამოხდა? გაგახსენო?_ჯონგუკმა ყურებზე ხელი მიიდო
ჯონგუკი_გაჩუმდი! მო-მ-მო-მოკ-_ვერ დაამთავრა როცა უცბად თვალები გაუშავდა, მაღლა აფრინდა, თავი და ხელები კი უკან გადააგდო.... იქაურობა განათდა
ამელია_ახხხხ ისევ?! დავიღალე უკვე!_მის ყუთთან მივიდა, რაღაც თოკები ამოიღო და მის მსგავს სათამაშოს მიაბა, შემდეგ კი ხელების ოსტატური მოძრაობა დაიწყო.. ჯონგუკი დაბლა დაეშვა, შემდეგ კი მას უახლოვდებოდა
ჯონგუკი_გამარჯობათ, მე ჯონგუკივარ, გინდა ჩემთან ერთად ითამაშო?_ქალმა კვლავ ისტერიულად გაიცინა და კმაყოფილმა შეხედა მის მარიონეტს
ამელია_შენ მე მეკუთვნი ჯონგუკ, მხოლოდ მე!

MY HUMAN DOLLWhere stories live. Discover now