13

59 9 17
                                    

"თავიდან ეს ადამიანი იყო ადამი, მას კი ძმა ჰყავდა, სახელად იანი. ადამიანებს ბევრი საერთო შეეძინათ თუმცა მხოლოდ ადამი და მისი ძმა იყვნენ ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებულები. არაფერი ჰქონდათ მსგავსი და საერთო. მათ გარშემო მყოფი ხალხიც მიხვდა, რომ ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ სწორედ ამ განსხვავებულობით ავსებდნენ ერთმანეთს. ადამი და იანი ერთად-ეს სრულყოფილება იყო, დიდებული ადამიანის რეალური სახე იქმნებოდა და ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა, მათგან სული ამოეღო და ის სხვა ადამიანებისთვის გაენაწილებინა. აი ეს არის მიზეზი რატომაც გვქვია ადამ-იანი"

~ნიკოლოზ ტოტოღაშვილი~


რატომ ფიქრობდა ამელია, რომ ადამიანების სულებით თამაში სახალისო იყო? რატომ თვლიდა, რომ ამით საკადრის შურისძიებას აწარმოებდა? ან  იქნებ მან უკვე იძია შური? განა ისიც ადამიანი არიყო? ჩვენ ყველანი, ყველა ადამიანი, ეგოისტებივართ. ვფიქრობთ მხოლოდ ჩვენს თავებზე, არ გვადარდებს სხვისი ტკივილი, ზიანი. სწორედ ეს იყო ამელიას პრობლემაც. არ უნდოდა მათი გაშვება, რადგან ბიჭებს მის საკუთრებად თვლიდა. სწორედ ესარის ადამიანების პრობლემა. არასწორ ხალხზე არასწორ იმედებს ვამყარებთ~~


ლილიანის POV*     

 (ვისაც არ გახსოვთ ლილეს ახლო მეგობარია)

იმ დღის შემდეგ ბევრი რამ მიტრიალებს თავში.. რამოხდა იქ, ან რატომ ვხედავდი მხოლოდ მე... ნუთუ ლილემაც დაინახა ეს ყველაფერი? მაგრამ ახლა ამის დრო არარის. ქალაქში ხომ ჩემი ნამდვილი დედის მკვლელის საპოვნელად ჩამოვედი!.. იმის მერე რაც გავიგე, რომ თურმე ძალიან დიდი ხანი ტყუილში ვცხოვრობდი და დედაჩემი და მამაჩემი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ აღმოჩნდნენ, გადავწყვიტე ჩემით მეპოვა ისინი...  მაგრამ მალევე გავიგე რომ დედაჩემი 1997 წელს მოუკლავთ. ზუსტად ჩემი დაბადებიდან რამდენიმე თვეში. შურს აუცილებლად ვიძებ! სწორედ ამ მიზნით გავემგზავრე 1 თვით და მომიწია ლილე მომეტყუებინა. ვიცი, რომ ჩემს გეგმებს აურევს, ამიტომ მარტო ვმუშაობ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 22, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

MY HUMAN DOLLWhere stories live. Discover now