Chapter 18

45 1 0
                                    


ცვლის თუ არა ადამიანს ტკივილი? 

და უნდა თუ არა ადამიანს შეცვალოს ტკივილმა? 

რომელი უფრო მეტ ტკივილს აყენებდა ემილის, ჰარის გარეშე ცხოოვრება თუ მასთან ერთად დაწყებული ახალი ცხოვრების ეტაპი? უფრო უკეთესი იქნებოდა გვეკითხა, რომელი უფრო უკეთესი იყო ემილისთვის? 

ფაქტი ერთია, ემილიმ ცხოვრება ჰარის გახსენების დღიდან დაიწყო.  მაგრამ შეძლებდა თუ არა მის მშვიდად გაგრძელებას?

ჰარი და ემილი მანქანაში მშვიდ სიმღერას უსმენდნენ და სახლში ემოციებისგან დაცლილები ბრუნდებოდნენ. 
იმ დღეს ორივეს მშვიდად ეძინა, ამჯერად ორივეს ჰარის საწოლში. შესაძლოა ესეც ყოფილიყო ამის მიზეზი. 

დილით ჰარიმ თვალები გაახილა თუ არა ბედნიერმა ჩაიღიმა. ემილი გულში მჭიდროდ ყავდა ჩახუტებული და მთელ სახეს უკიცნიდა. ემილის გამოეღვიძა და თვალდახუჭულს გაეღიმა თუმცა თავის ძლიერმა ტკივილმა სწრაფადვე გააქრო მისი ღიმილი.

არ ვიცი ჰარიმ ეს ვერ შეამჩნია თუ თავი აარიდა ამ ფაქტს, მაგრამ საწოლიდან ადგა და საუზმის გაკეთებას შეუდგა.

გავიდა 1 სააათი...

2 საათი

3...

თუმცა ემილი კვლავ ღრმა ძილს მისცემოდა. საბოლოოდ შუადღეს გაიღვიძა, მაგრამ თავის ტკივილი კვლავ არასასიამოვნო გრძნობას უტოვებდა მას. 

ჰარის გაკეთებული საუზმე გაციებულიყო, თუმცა არ დაეზარა მისი ხელახლა მომზადება ბედნიერ ჰარის.

ემილიმ ყველანაირი არასასიამოვნო ფიქრი გონებიდან გააგდო და სამზარეულიშო მოფუსფუსე ჰარის უკნიდან მიეკრო. 

ცოტახანს თბილად ისაუბრეს, ისაუზმეს და მისაღებ ოთახში გავიდნენ. ჰარიმ ბუხარი აანთო და ემილის დაუძახა. გრძნობდა მის უხასიათობას, მიუხედავად იმისა, რომ ემილი ყველანაირად ცდილობდა ამის დამალვას. ჰარი ემილის ასეთ ხასიათს საკუთარ თავს აბრალებდა და ეს ბოლოს უღებდა. არ სურდა მათი ურთიერთობა გაუცხოვებულიყო და გაერთფეროვნებულიყო. 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 12, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Broken Promises (H.S)Where stories live. Discover now