Chapter 1

285 25 4
                                    

დღეს 7 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ემილი 20 წლის გახდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დღეს 7 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ემილი 20 წლის გახდა.
გაღვიძებისთანავე საწოლში რამდენჯერმე გადაბრუნდა და ზანტად წამოჯდა. დღეს ის ლონდონში მიდიოდა ბებიასთან, ანუ დედოფალთან. მან დაურეკა და სთხოვა ჩასულიყო, რადგან უნდოდა 20 წლის იუბილე ერთად აღენიშნათ.
 ასე პირდაპირ ნუ გაიგებთ, დედოფალი მისი დედის ან მამის დედა არაა, ის მისი ბებიის დაა. ოჯახებით საკმაოდ ახლოს არიან, მაგრამ ხშირად ემილი მასთან არ ჩადის, რადგან როგორც უკვე გითხარით, ის სამეფო ხალხისგან ცოტა განსხვავებულია.

საწოლზე რამდენიმე წამს იჯდა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და წამოდგა. შხაპი მიიღო და კიბეებზე ჩაირბინა. ის მარტო ცხოვრობდა, ასე რომ ჯერჯერობით არავის მიულოცია მისთვის დაბადების დღე. წინ დიდი გზა ელოდა, ყავა გაზზე შემოდგა და მაგიდას დაეყრდნო. საშინლად არ სურდა ამ დღის მოსაწყენ სასახლეში გატარება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. წინა წელსაც არ ჩავიდა მასთან და არც ახლა უნდოდა მისი განაწყენება.

ყავის დალევის შემდეგ სწრაფად მოემზადა და მამის ნაჩუქარ მაზდაში ჩაჯდა. დიდხნიანი, დამღლელი გზის შემდეგ, როგორც იქნა მიაღწია. სასახლეში მანქანა შეაყენა და გადმოვიდა, გასაღები მცველს მისცა და შიგნით შესვლამდე მორალურად მოემზადა. მან ფეხი შედგა უდიდეს კოლიდორში. არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ იქაურობა ულამაზესი იყო. შუაში გრძელი, ვიწრო, წითელი ხალიჩა მიუყვებოდა კოლიდორს და კედლებზე ერთი მეორის მიყოლებით მათი წინაპრების უზარმაზარი ნახატები ეკიდა. თავისი დაავადების გამო არაფერი ახსოვდა ამ სასახლეზე ასე დეტალურად, რადგან დიდი ხნის მანძილზე იქ არ მისულა, მაგრამ ახლა, როგორც ყოველთვის, ნაცნობი ადგილი თითქოს გაახსენდა და თვალწინ დაუდგა სასახლის ეზოში მოხეტიალე პატარა ნაწნავებიანი გოგონა. 

Broken Promises (H.S)Where stories live. Discover now