Prologue

606 30 6
                                    

1993 წელი, 2 მაისი.

გაზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა, ზაფხული კი თითქოს ახალ თავს იწყებდა, ახალი თავგადასავლებით. გაზაფხულის ბოლო თვის მიუხედავად ლონდონში მაინც ნისლი და წვიმა იყო.
სასახლეში დედოფალს სტუმრები ჰყავდა,  ნათესავები მასთან ჩასულიყვნენ, რის გამოც სასახლეში ჟრიამულს ემატა. ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილი, ნოა და ემილი, რამდენიმე დღით ესტუმრა ლონდონს.

სწორედ ამ დღეს დაიწყო ყველაფერი.

ემილი იყო გოგონა, რომელიც განსხვავდებოდა მის გარშემო მყოფებისგან. ის ამ ვიზიტის დროს 11 წლის პატარა გოგონა იყო, საკმაოდ ამბიციური და დაუმორჩილებელი. უყვარდა სიმღერა, მაგრამ ამის კეთების დროს  საკუთარი ძმის გარდა არავინ უჭერდა მხარს, რადგან ის სამეფო ოჯახის შორეული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წევრი იყო, ამიტომ მშობლები ფიქრობდნენ ეს პროფესია მისთვის შეუფერებელი იქნებოდა მომავალში.

ახლაც სასახლის უზარმაზარ ეზოში დასეირნობდა და თან ღიღინებდა. საოცარი სანახავი იყო ამწვანებული, ნისლში გახვეული ეზო რომელსაც გარს დიდი, ნაცრისფერი გალავანი ერტყა. გოგონა მშვიდად მიაბიჯებდა და გალავანს მიჰყვებოდა. საშინლად აინტერესებდა რა იყო ამ გალავნის გარეთ, ამ სასახლის გარეთ როგორი ცხოვრება იყო. კართან მივიდა და მცველს თავისი ცისფერი, დიდრონი თვალებით შეხედა.
-ძალიან გთხოვ გამიშვი გარეთ.
მცველმა თვალი იმ წერტილს მოაშორა, რომელსაც მთელი დღის მანძილზე მიშტერებოდა და გოგონას მოწყვეტით შეხედა. ხმა არ ამოიღო. ძალიან უნდოდა გოგონას სურვილის ასეულება,მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა და გოგონამაც კარგად იცოდა ეს.
-შენზე მე ვიზრუნებ. თუ გკითხეს სად ვარ, უთხარი, რომ ბაღში ვსეირნობ. მალე დავბუნდები. გპირდები არაფერი მომივა, არც მე და არც შენს სამსახურს.
წვრილი, ჩუმი ხმით საუბრობდა პატარა გოგონა ქერა ნაწნავებით.
მცველს არც ახლა ამოუღია ხმა.

Broken Promises (H.S)Where stories live. Discover now