Chapter 16

171 17 7
                                    

როდესაც ისინი სახლში მივიდნენ, ყველა ისე დახვათ როგორც დატოვეს

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

როდესაც ისინი სახლში მივიდნენ, ყველა ისე დახვათ როგორც დატოვეს. შემდეგ ლუი წამოდგა და ბიჭები სახლიდან რასაც ქვია დაყარა, მოვიწყინე და კლუბში წავიდეთო. ემამ და ემილიმ სახლში დარჩენა არჩიეს. ბევრი ილაპარაკეს. ემილიმ მოუყვა ჰარიზე და მის სიუპრიზზე.
-დიდი ხანია ასეთი ჰარი არ მინახავს. ნორა ატანინებდა ყველაფერს, მაგრამ შენ ასე მგონია დაავიწყე ის რაც გამოიარა.
-რას გულისხმობ?
-შენ რა, არ იცი?
-რა არ ვიცი, ემა?
ტელეფონზე ზარი გაისმა და ემამ თითქოს ამ შეკითხვას თავი დააღწია წამოხტა და ტელეფონს უპასუხა.
-კარგი ნაილ ახლავე გამოვალ.
ყურმილი დაკიდა და ჩანთა აიღო. ერთი სული ჰქონდა იქიდან წასულიყო. არ უნდოდა ჰარიზე წინ ეთქვა ამის შესახებ ემილისთვის.
-სასწრაფოდ უნდა წავიდე. ნაილი მელოდება დაბლა.
-ასე დამტოვებ? ჩემს კითხვებს ვინ უპასუხებს ემა?
-ჰარი. ეს მან უნდა გააკეთოს და არა მე. მაპატიე.
თქვა და კარები გაიხურა. დატოვა ემილი სახლში სრულია მარტო უამრავ კითხვასთან ერთად.

მთელი საღამო ელოდა ემილი ჰარის დაბრუნებას. მის ლოდინში დივანზე ჩამოეძინა. მალე ხმაური მოესმა და წამოდგა. კართან გასაღების ხმა იყო, შემდეგ დავარდნის. ემილი კართან მივიდა და გააღო.
-მოხვედი?
მშვიდად უთხრა. როდესაც ჰარიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კინაღამ დაბლა არ დავარდა, ემილი მიხვდა, რომ ის უგონოდ მთვრალი იყო.

-ჰარი კარგად ხარ?
-შენ როგორ ფიქრობ?
ენის ბორძიკით თქვა და ეცადა ფეხები სწორად გადაედგა, მაგრამ უშედეგოდ.
-გელოდებოდი.
-არაუშავრს, მეც გელოდებოდი 9 წლის მანძილზე.
ემილიმ წარბები შეკრა.
-მეგონა ეს ეტაპი გადავლახეთ.
-რათქმაუნდა. ყველას შეუძლია ჩემი ცხოვრებიდან წავიდეს და შემდეგ როცა უნდა მაშინ გამოჩნდეს.
-ყველაში ვის გულისხმობ?
-საკუთარ თავზე აგე პასუხი.
ემილის ჰარის ნათქვამ ყველა სიტყვაზე გული სტკიოდა.
-ჰარი ჩვენ 11 წლისები ვიყავით. მე ვერ გადავწყვეტდი სად უნდა დავრჩენილიყავი. აშკარაა, რომ ეს ფაქტი გაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი იცი.
-მიზეზი ერთია. შენ მე მიმატოვე.
-ჰარი ჩვენ ბავშვები ვიყავით.
შეაწყვეტინა ემილი.
-მიმატოვე მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად შენი გვერდში დგომა დამეხმარებოდა.
აგრძელებდა ჰარი.
-მთვრალი ხარ.
-რაც ჩემთვის სრულიად ნაცნობი მდგომარეობაა.
თქვა ჰარიმ და კარები მიაჯახუნა.

Broken Promises (H.S)Donde viven las historias. Descúbrelo ahora