III

67 21 0
                                    

ჰარის 17 წელი შეუსრულდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ქალაქში ყველას უყვარდა, დღეს 17 წლის გამხდარიყო.

მას იმდღეს ოქროსფერი ბაფთა ეკეთა ფარფლებიან პერანგზე და წითელი პიჯაკი მოესხა. მაღალი სხეული იდეალურად იხრებოდა.

სტუმრებს ღიმილით აცილებდა ახალგაზრდა ბიჭი და საჩუქრენს მოხდენილი სიმორცხვით ართმევდა მათ.

მისი გული ნაწილებად საათის ყოველი გასვლის შემდეგ იშლებოდა, რადგან ლუი არა და არ ჩანდა.

თორმეტმა ჩამოჰკრა, ჰარის სადღეგრძელო შეისვა და სტუმრები ხითხითითა და სასიამოვნო მუსააფით დაემშვიდობნენ მასპინძელს.

და აი მაშინ ჰარიმ საყელო მოიშვა, აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა და ნელი სვლით ავიდა მარმარილოს კიბეებზე.

საკუთარი ოთახის კარი წიხლით შეაღო და პიჯაკი შორს მიაგდო. პერანგს ნაჩქარევი გახსნის გამო რამოდენიმე ღილიც ასწყდა, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა.

ჰარიმ ხელი გულზე დაიდო, რადგან ცოტათი მაინც დაეამებინა ის ტკივილი, რომელიც უკვე გაუსაძლისი იყო მისთვის.

საწოლზე გადაწვა და მისმა ცრემლებმაც მაშინვე დაიწყეს დენა.

და ჰარი უეცრად მის საწოლზე ქაღალდში გახვეულ ნივთს ხედავს წარწერით-"ჰარის, მზის საჩუქარი."

ჰარი ხელის ზურგით იწმენდს თვალებს და სასწრაფოდ ხსნის ქაღალდს.

წიგნი.

პატარა უფლისწული

ჰარი აკანკალებული თითებით შლის წიგნს და ერთადერთ სიტყვას აწყდება.

ტირილს იწყებს, სუნთქვა კი ეკვრის.

პანიკან იცავს მის მთლიან სხეულს.

გული ახლა უფრო მეტად სტკივა.

სიმხურვალეს გრძნობს ყოველი ამოსუნთქვისას.

თავს ვერაფერს უხერხებს.

ძვლები ისე ეკრუნჩხება თითქოს ციებ-ცხელებით იტანჯებოდეს.

ჰარი თავს მუხლებში რგავს და წინ და უკან რწევას იწყებს.

წიგნი ძირს ვარდება და ის ერთადერთი სიტყვა, თითქოს ფურცლებიდან ამოხტომას ლამობს.

ჰარი წიგნს უყურებს და ელანდება, რომ ასოები მოძრაობას იწყებენ, სქელდებიან, მელამი სისხლივით იწყებს გასიებას და მთელს წიგნს ჟღინთავს.

ჰარის ელანდება, რომ წიგნი ღმუის, სტკივა და თითქოს რაღაცას ჩურჩულებს.

ნაცნობი ხმაა...

თითქოს ხმამ საჩუქრის მოტანამდე ბევრჯერ გაიმეორა ეს სიტყვა...

"მიყვარხარ."

fallen boy (conpleted)Where stories live. Discover now