VII

98 23 7
                                    

"ლეგენდა ასე სრულდება, ქაი." ახალგაზრდა კაცი სახელად ზეინი შვილს კალთიდან სვამს და წიგნს ხურავს.

"კარგი დასასრული არ აქვს, მამიკო. ისინი ხომ აღარ არიან." პატარა ქაი მამას ფეხზე ეხვევა.

"არ არის საჭირო ყველა კარგი დასასრული -დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.- სიტყვებით მთავრდებოდეს, ქაი."

"მამიკო, რა ბედი ეწია ლუის?"

"ის იმ ღამეს სიცივემ შეიწირა, მაგრამ ბოლო წუთებში ჰარის ხედავდა."

"ლუიც წავიდა შორს?"

"ლუიმ და ჰარიმ შორეულ ქვეყანაში განაგრძეს მარადიული სიყვარული."

"მეც მინდა მარადიული სიყვარული." ქაიმ დაიბუზღუნა.

ზეინმა გაიცინა და ქაი ხელში აიყვანა.

"ბიძია ლუი, ბიძია ჰარი, თქვენ ხომ არ წახვალთ?" ქაი მაშინვე ყვირის, როცა მამამისს სამზარეულოში გაჰყავს.

ჰარი მწვანე გაფართოებულ თვალებს ახამხამებს და ლუის გადახედავს.

"სად უნდა წავიდეთ?" ლუი კითხულობს.

"შორეულ პლანეტაზე, პატარა უფლისწულთან."

ჰარი ხითხითებს, ლუი კი მას სიყვარულით ჰკოცნის თავზე.

"ნუ გეშინია, პატარა პრინცესავ. ყველაფერს თავისი დრო აქვს." თავს აქნევს ლუი.

fallen boy (conpleted)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora