VI

72 20 1
                                    

იმ ღამით წვიმდა.
წვიმდა, როგორც არასდროს.
ცამ პირი მოაღო და დააღვარა მისი ცრემლები ახლად გათხრილ საფლავს. წვიმდა და დედამიწის ზედაპირიდან კაცობრიობის ცოდვებს რეცხავდა.

ნისლის სქელი ღრუბლები ჩამოწოლილიყო გზებზე და რთულად თუ დაინახავდა ადამიანი რამეს.

მთვარის შევერცხლილი ნათება ღრუბლებიდან დრო და დრო თავს იძვრენდა და დამძიმებული გულით გადმოხედავდა არე-მარეს.

ქარი ჰქროდა იმღამეს.
კივილით ბრუნავდა და ეტაკებოდა ტაძრის სამრეკლოს. გლოვის ზარები ირეკებოდა...

სარკმეველთან დანთებული სანთელი ციალებდა და დაკარგულ სულს სიბნელეს უნათებდა.

დედაბუნების ამ ბრძოლას, გამომშვიდობებოდა მის შვილს უცნობი სილუეტი არ ეპუებოდა. წინ მოიწევდა...

ქარი სილუეტს წინ აღუდგა, ეწინააღმდეგებოდა და ხელის კვრით უკან აგდებდა, მაგრამ სილუეტი წინ მიიწევდა.

ბურუსმა სილუეტი თავის მკლავებში გაჰხვია და ეცადა მისთვის გზა აებნია, მაგრამ სილუეტს ესეც ვერ აჩერებდა.

მუქმა ცამ სისხლიანი ცრელმები დაადინა მიმავალ მგზავრს. ქარი კივილით მიაცილებდა დაბურულ გზაზე.
შორს, სადღაც ტურამაც დაიყმუვლა.

მოგზაურმა ხალხის უკანასკნელ განსასვენებელს მიაკითხა და ბრმად დაიწყო სიარული სასაფლაოების სიღრმისკენ.

მგზავრის გადაფითრებულ სახეზე წვიმის წვეთები და
მისი ცხელი ცრემლები ჩამოედინა.

მუცელში გვრემა იგრძნო, როდესაც ერთ საფლავთან გაჩერდა. მიწა ახალი მიყრილი იყო საფლავზე. ქარს საფლავიდან შორს გადაეყარა წითელი ვარდების თაიგულები.

სტუმარმა ხელში ჩაბღუჯული იასამნები იქვე მიაგდო.

სილუეტმა შეხედა ნაცრისფერ ქვას, სადაც მხოლოდ სახელი და გვარიღა იყო შერჩენილი. არაფრის მთქმელი, არაფრის მომცემი, უსულო, უსხეულო სახელი და გვარი.

fallen boy (conpleted)Where stories live. Discover now