2🌸

582 58 8
                                    

-გესმით?

-რა?!

-ხმა... ანგელოზების. ისინი მოვიდნენ!

***

-ჯონგუკ... - ჩურჩულებს ჯიმინი

-ჰმ?

-წასვლა მინდა-ამბობს, თან თავის პატარა ხელებით უმცროსის თმებს ეფერება.

-მაინც სად?-ინტერესით კითხულობს. ოდნავ ზემოთ იწევა საწოლში. თავს უფლებას აძლევს საყვარლის ყავისფერ თვალებმა შთანთქონ მისი სული.

-იქ, სადაც მიგვიღებენ... ჩვენ, ორივეს. იქ, სადაც დამალვა საჭირო არაა.

ჯონგუკი მის ნათქვამზე მტკივნეულად იღიმის. ქერა, რბილ, მბზინავ თმას ყურს უკან უწევს და შუბლს უკოცნის.

-ისეთებს, როგორებიც ჩვენ ვართ მინი, ხალხი არასდროს მიიღებს... მაგრამ, გპირდები, თუ ვიპოვი ასეთ ადგილს, აუცილებლად წავალთ!

-მე ის უკვე ვიპოვე

-ლამაზია?

-ძალიან!

-მაშინ წავიდეთ-იღიმის ბიჭი, როდესაც ჯიმინის თვალებში იმედის ნაპერწკალს ხედავს. ბედნიერია, მოსწონს, უყვარს...

-მე წავალ, შენ კი აქ დარჩი, კარგი?

-არა!-დაუყოვნებლივ უარობს გუკი- მე შენთან მინდა. ჩემს მზესთან მინდა.

-შენც წამოხვალ, მაგრამ ახლა არა, დღეს არა...

-მაშ როდის?

-არ ვიცი... იქნებ ერთ მშვენიერ დღეს

-დამელოდები?

-დაგელოდები!

ჯონგუკი მაინც იბუტება. სწყინს, რომ ქერამ მარტო გადაწყვიტა წასვლა. რატომ იქცევა ასე? ისინი ხომ ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ... განა მთვარე დიდხანს გაძლებს მზის გარეშე?

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now