17🌸

180 28 5
                                    

~შემდეგ იყო გამოღვიძება~

***

იმ დღის შემდეგ კიდევ ორი თვე გავიდა, ჯამში თერთმეტი..

ზუსტად თერთმეტი თვეა, რაც ჯიმინი კომაშია...

ჯონგუკმა მოახერხა თეთრი კედლებისგან გათავისუფლება, მაგრამ რას უშველის სიბნელეს, რომელიც მუდამ თან სდევს? მისი სული დიდი ხანია წყვდიადმა შთანთქა. ის ახლა მხოლოდ არსებობს. ცარიელია, გულგატეხილია. თითქმის არასდროს საუბრობს, მხოლოდ საავადმყოფოში მწოლიარე ჯიმინთან.. ცხოვრებაში ყველაფერზე მეტად უნდა, რომ იგი ამ სამყაროს დაუბრუნდეს, თუნდაც ვერაფერი გაიხსენოს. ხო.. ექიმებმა სწორედ ასე უთხრეს, მაგრამ განა არ ჯობს არაფერი ახსოვდეს ვიდრე სინანულით იცხოვროს, რომ ენდო და შეუყვარდა ადამიანი, რომელმაც მისი დაცვაც კი ვერ შეძლო?!

მას ეზიზღება.. ეზიზღება გრძნობა გერქვას ადამიანი. ისინი ვერ ხვდებიან მათი პატარა ქმედებით, თუნდაც უბრალო სიტყვით, რამდენად დიდ ტკივილს აყენებენ სხვას..

მან უარი თქვა სიმღერაზე, ყველაფერზე, რაც სცენას უკავშირდება. ჯგუფის წევრებმა მხარი დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას. ვერ იტყვიან რომ მისი ესმით, მაგრამ ხვდებიან, რომ ახლა ჯონგუკისთვის კარგი პერიოდი არ არის. მას ხომ საყვარელი ადამიანი სწორედ ტოქსიკურმა არმის ნაწილმა წაართვა?! ნამჯუნი მოელოდა ამ ყველაფერს. ამიტომ ცდილობდა, აფრთხილებდა არაფერი ეთქვათ და ისევ შეუმჩნეველ წყვილად დარჩენილიყვნენ, ყველაზე მეტად კი იმაზე ბრაზობს, რომ მისი მოლოდინები გამართლდა...

დღეები, კვირეები ისევ და ისევ გადიოდა. შედეგი კი არ იყო. ექიმებს არანაირი იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ჯიმინი გაიღვიძებდა. მისი ორგანიზმი ბოლო პერიოდში ძლივს მუშაობდა, თითქოს დანებდა, რის გამოც აპარატზე შეერთება მოუწიათ. ახლა კი დროა გამორთონ. უკვე საკმარისი დრო მისცეს.. მხოლოდ მათი თანხმობაა საჭირო. მშობლის, ნათესავის ან მისთვის ყველაზე ახლო ადამიანის.

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now