10🌸

216 37 5
                                    

-გამორთავენ... უფლებას მისცემ მარტო წავიდეს?!

***

-გაიღიმე ჯონგუკ, დღეს ცეცხლს დავანთებთ-ამხნევებს თე, უღიმის და სცენაზე ადის. ჯონგუკიც ნელი ნაბიჯებით მიჰყვება უკან. კანკალებს, მაგრამ არა ფიზიკურად. მიკროფონს გაოფლილ ხელებს ძლიერად უჭერს. ტუჩებს იკვნეტს და ლოყას შიგნიდან აწვალებს.

მხრები სტკივა, თითქოს ვინმე ურტყამდეს. იმდენად რეალურია ეს შეგრძნება, რომ წამით იმასაც კი ფიქრობს, რომ ვინმე მართლაც ეხება მას, თუმცა ფიქრებს ფანტვს, როდესაც ირგვლივ მასთან ახლოს ვერავის ამჩნევს. მალევე კი ეს უჩვეულო შეგრძნებაც ქრება.

სიბნელეში წევრები თავიანთ ადგილს იკავებენ, შემდეგ კი შუქი ინთება. ისე, რომ ჯონგუკს თვალს სჭრის.

"-მას სჭირდები, მე მჭირდები. ჩვენ, ყველას... "

ჯონგუკი თავს აქნევს. არ იცის, ვერ ხვდება, საიდან მოდის ეს ნაცნობი ხმა. იმდენად ნაცნობია, რომ თავბრუს ახვევს.

არმი ყვირის, ერთ ამბავშია. ცეკვავენ, მხიარულობენ... ჯგუფის წევრები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ ასიამოვნონ. მთელი გულითა და ენერგიით ცდილობენ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთონ და ეს საქმე შესანიშნავად გამოსდით.

მაკნე ნერვიულად ყლაპავს ნერწყვს. თვალებით ეძებს ბიჭს. იმ ბიჭს, რომელიც დაპირდა, რომ მის გვერდით იქნებოდა სამუდამოდ. მაგრამ სად არის ახლა ის? ნუთუ ასეთი მარტივია მიატოვო ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს?!

"-ვერ მოიქცევი ასე, არ გაქვს უფლება!!"

ჯონგუკს სუნთქვა უჭირს. გული ისე სწრაფად უცემს, თითქოს სხეულიდან გამოღწევას ლამობდეს. არმის ხმა უკვე ვეღარ აღწევს მის ყურებამდე. ყველაფერი იდღაბნება გარშემო. ცდილობს გააგრძელოს, ცდილობს ფანებს, კომპანიას და თავის ჰიონებს იმედები არ გაუცრუოს. მაგრამ უკვე ვეღარ ახერხებს თავის შეკავებას. რაღაც მომენტში, ცეკვის დროს, ფეხები ერთმანეთში ეხლართება და მტკივნეულად ეცემა სცენაზე ზურგით, თავს არტყამს და წამით ითიშება კიდეც.

"-იბრძოლე, ნუ მიიღებ სიბნელეს ასე მარტივად!"

...

-ჰეი, ჯონგუკ-ესმის მისთვის სამყაროში ყველაზე ტკბილი ხმა-თუ სიკვდილი შენამდე მოვა, დაუჩოქებ მას?

-თუ შენ ჩემს გვერდით იქნები... არასოდეს-პასუხობს გუკი. თავს წევს, ხედავს... ბედნიერია. ის ხომ მასთანაა?! მაინც მოვიდა...

-და თუ არა?

ჯონგუკს ქუთუთოები უმძიმდება. არ მოსწონს მისი კითხვები. ისინი უცნაურია. საერთოდ უკვე ყველაფერი უცნაური ეჩვენება.

-მეძინება ჯიმინ... - მისი ხმა სევდიანი და დაბალია, მაგრამ არც იმდენად, რომ ვერ გაიგოს.

-არ მოგცემ მაგის უფლებას

-ჩემთან ერთად დაიძინე...

-უკვე გითხარი, მე მძინავს ჯონგუკ-იღიმის ის

-თუ ასეა, ანუ, რა გამოდის, მეც მძინავს?-გულწრფელად ინტერესდება მაკნე

-არა

-მაშინ შენც გაიღვიძე

-არ შემიძლია...

-რატომ?!

-რადგან აღარ მტკივა...

...

"-მაგრამ თუ სიბნელეა გზა, გავექცე ამ ცოდვილ სამყაროს, რატომ არ უნდა მივიღო ის?!"

🥀

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now