საშინელი დღე

185 28 2
                                    


მეორე დღეს ჩევონი სკოლაში მივიდა. ცოტათი დამშვიდდა, რომ მორიგი დამცირებისა და ბულინგის  ინციდენტს არ შეესწრო და კლასში შევიდა. უჩვეულო არაფერი იყო. თეიანი და მისი მეგობრები კუთხეში იდგნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, გოგონებიდან ზოგიერთი წიგნებში იჭყიტებოდა, ზოგიერთები ერთად იდგნენ და ისინიც ჭორაობდნენ რაღაცაზე/ვიღაცაზე. მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა განცალკევებით, ბოლო მერხზე. თავზე მოსაცმელის შავი კაპიუშონი ჰქონდა ჩამოფხატული და ხელში კალამს ათამაშებდა. ეს კიმ სუნმინი იყო. ის ვინც წინა დღეს ჩევონმა დაიცვა და ამ საქციელით პრობლემები შეიქმნა თეიანთან.

- ჩევონი მოსულა! - წამოიძახა თეიანმა და გოგოს მერხს მიუჯდა.

- გაიწიე ჩემი ადგილია. - მშვიდად მიუგო ჩევონმა და თავისი ჩანთა თავისივე მერხზე დადო.

- არ არის პრობლემა... შეგიძლია კალთაში ჩამიჯდე. - სკამის საზურგეს გადააწვა თეიანი და სიცილი დაიწყო.
გოგო საშინელი ზიზღის გრძნობით აივსო და ამჯერად უფრო მკაცრად გაუმეორა იგივე წინადადება.

- გაიწიე ჩემი ადგილია!

- რატომ გაბრაზდი? უბრალოდ შემოგთავაზე. - მაინც არ ამდგარა თავხედი ბიჭი. სუნმინი ამ დიალოგს გაბრაზებული უსმენდა. იცოდა, რომ ჩევონიც გახვია შარში. სიბრაზისაგან კალამი, რომელიც ხელში ეჭირა, ძლიერად დაარტყა მერხს. კალმის ხმაზე ყველამ მას შეხედა, მათ შორის თეიანმა.

- რაიყო გაბრაზდი? - დამცინავი ტონით ჰკითხა ბულერმა გაბრაზებულ ყავისფერთმიანს და წამოდგა.

- შეეშვი მას!- დაუყვირა ჩევონმა. თეიანი ჩევონის ყვირილმა უფრო წააქეზა და სუნმინს საყელოში სწვდა, რა დროსაც ზარი დაირეკა და კლასში მასწავლებელი შემოვიდა. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. თეიანმაც ბიჭს უხეშად გაუშვა ხელი და თავის ადგილს უკმაყოფილოდ დაუბრუნდა.

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now