თავსხმა წვიმა⛈️

228 18 4
                                    

წვიმა არ წყდებოდა. თან ძალიან ბნელოდა უკვე. ის ორიოდე ლამპიონი ისე ციმციმებდა, რომ ადამიანს თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში ეგონებოდა.

- აქ ყოფნას რამდენი ხანი აპირებ?-ხმა ამოიღო ჩევონმა.

- მე რატომ მელოდები? სახლში წადი. დედაშენი ინერვიულებს.-უემოციოდ უპასუხა სუნმინმა.
მის უკან მყოფი შენობის თავსხმა წვიმისაგან დასველებულ კედელს მიეყრდნო ზურგით და სახე წვიმას შეუშვირა.

- დედა დღეს არ იქნება სახლში, სულ გადარბენაზეა სამსახურის გამო. ანდა მარტო მიშვებ?! - წინ დაუდგა გოგო.

- გეშინია?

- შეიძლება არ მეშინია, მაგრამ არც კი შემოგითავაზებია სახლამდე მიცილება.- ცხვირი აიბზუა ჩევონმა და წასასვლელად გაბრუნდა.
მაგრამ გული მაინც დარჩენას თხოვდა. ესეთ საშინელ ამინდში სუნმინს იქ ნამდვილად ვერ დატოვებდა. მხოლოდ 5 მეტრი აშორებდათ ერთმანეთთან, რომ ჩევონი გაჩერდა და ბიჭისკენ მობრუნდა.
- კარგი რააა... წამოდი!

- გავიქცეთ?! - მოაძახა ბიჭმა, რომელიც ადგილიდან არ განძრეულა და ისევ ისე იდგა.

- ხო! აბა ხელში ხომ არ აგიყვან?!-ჩაიცინა გოგომ და რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. - საშინლად წვიმს! ვერ გრძნობ?! ჩქარა გავიქცეთ, აქედან შენს სახლამდე დიდი მანძილი არ არის.

სუნმინი სირბილით გოგოსკენ გაემართა. ხელი ჩაჰკიდა და წინ გაიქცა. უკან ჩევონი პატარა ბავშვივით მოჰყვებოდა. შეშლილებივით მირბოდნენ წვიმაში. რამოდენიმე პატარა შესახვევი გაირბინეს და საბოლოოდ შეჩერდნენ.

- დაიღალე?! - სიცილით ჰკითხა ბიჭმა 3 წუთიანი გაუჩერებელი სირბილის შემდეგ.

- მო..იცადე! - ქოშინით ამოთქვა გოგომ და სველ სახეზე მიწებებული თმა მოიშორა. ცდილობდა სუნთქვა დაეწყნარებინა.
- ძალიან ჩქარა დარბიხარ!

- დაივიწყე, უკვე მოვედით.- გაიცინა ბიჭმა.

*****

მუნჯი სიყვარულიOnde as histórias ganham vida. Descobre agora