ორეული

130 23 7
                                    

CHAEWON:

საშინლად მოვიწყინე სუნმინის წასვლის შემდეგ. ისევ საწყობზე მეფიქრებოდა. ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და ჩემს გემოზე შხაპი მიმეღო. ტელეფონი ავიღე, გადავწყვიტე რამე მეთამაშა და დრო ასე გამეყვანა. ტელეფონი ხელში ავიღე თუ არა მესიჯი მოვიდა. ხმაზე წამოვხტი, უკვე გული რაღაც ძალიან ცუდს მიგრძნობდა. უცხო ნომრიდან იყო და მაშინვე მივხვდი, რომ თეიანი იქნებოდა. მაგრამ შევცდი..

****

- ჩევონ! რა სექსუალური იყავი იმ ფოტოებში.. პირი ღია დამრჩა, როცა ვნახე.

კანკალი ამიტყდა ეს რომ წავიკითხე. ცრემლები ჩანჩქერივით ჩამომიცვივდა. გვიანია... უკვე გაუვრცელებია ფოტოები! ესეთი მესიჯი მხოლოდ ერთს არ მოუწერია. ათას საზიზღრობას მწერდნენ. ზოგი ბიჭი თავის სახლში მეპატიჟებოდა, გოგონებისთვისაც გაუგზავნია და ისინი  საერთოდ მლანძღავდნენ კიდეც "ბოზო!! ჩემს შეყვარებულს შენს გამო დავშორდიო" მწერდა ერთი.
შოკირებული ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი. პასუხი არცერთისთვის არ გამიცია. საერთოდ რა უნდა მექნა? ვერაფერს ვერ ვიტყოდი. მათთვის იმის დამტკიცება, რომ ეგ ფოტოები ძალით გადამიღეს, ჩვეულებრივი დროის ფუჭი კარგვა იყო. მაგათ ოღონდ რამე საჭორაო თემა მიუგდე, ენას არ გააჩერებენ და თვითმკვლელობამდეც მიგიყვანენ.
ტელეფონს გავთიშავ-მეთქი, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მივიღე იმ მანიაკისგან შეტყობინება.

- ჰეი ჩევონ! როგორ ხარ პატარავ?

- შე ავადმყოფო! ფოტოები რატომ გადაუგზავნე მთელ სკოლას?!  ისე მიკვირს კიდეც, მოწერას რომ ბედავ. არ გეშინია?

- ვისი, ან რისი უნდა მეშინოდეს. შენი შეყვარებულის? :D

- შემიძლია ნომრის მეშვეობით გიპოვო და თავზე პოლიცია დაგაყენო!

- მაგას არ გირჩევ... თორეეემ ვიღაც მოკვდებააა.

ეს მომწერა თუ არა, მაშინვე ფოტოებიც გამოგზავნა. სუნთქვა შემეკრა, როცა ფოტოზე დასისხლიანებული ნაცემი ბიჭი ვნახე, ყავისფერი თმებით... სახე კარგად არ უჩანდა, მაგრამ მივხვდი, რომ სუნმინი იქნებოდა. მაშინვე დავურეკე და მიპასუხა კიდეც.

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now