💗დასასრული💗

199 23 7
                                    

1 თვის შემდეგ
<კვირა>
*

*****

ციხის უზარმაზარი რკინის ნაცრისფერი ჭიშკრის წინ ორი შეიარაღებული მცველი იდგა. უცებ კარი გაიღო და იქიდან მაღალი ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა მოზრდილი შავი ზურგჩანთით. გარე სამყაროს დანახვისას გაიღიმა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. უცებ მასთან დედამისი  მოვარდა და ძლიერად ჩაეხუტა.

- თეიან! შვილო, როგორ მომნატრებიხარ!- ცრემლები წამოუვიდა ქალს და შვილს უფრო მაგრად მოეხვია.

- მეც მომენატრე დედა!- ხმა გაუტყდა ბიჭს. უცებ პირდაპირ გაიხედა და თავისი შეყვარებული დაინახა ორი ნაბიჯით მოშორებით.
- ჯივუ? მანდ რატომ დგახარ ჩამეხუტე! -  გოგო თეიანთან მივიდა და ისიც გადაეხვია.

- კარგი ბავშვებო, წამოდით სახლში წავიდეთ.

*****

სახლში მივიდნენ. სერა სანამ  სამზარეულოში ტრიალებდა, მანამდე თეიანი და ჯივუ ოთახში ავიდნენ.
ბიჭი ეგრევე თავის მონატრებულ საწოლზე ხელებგაშლილი დაემხო და რბილი საწოლის გადასაფარებელს ხელები რამოდენიმეჯერ გადაუსვა.

- მოდი ჯივუ, ჩამოჯექი და მომიყევი სკოლაში რა მოხდა, სანამ მე არ ვიყავი... - გოგოს ხელით ანიშნა, რომ მის გვერდით ჩამომჯდარიყო.
ჯივუ ესეც მოიქცა და მოყოლა დაიწყო.

- საშინელებების მეტი არაფერი მომხდარა...

- რა?! მაინც რა მოხდა? - წამოვარდა თეიანი.

- შენს არყოფნაში ის ჩევონი და სუნმინი თავს ძალიან გავიდნენ. იმ რაღაც სასჯელის გასვლიდან პირველივე დღეს, როცა სკოლაში მოვიდნენ კლასში ყველას ტელეფონი გაჩხრიკეს. ჩევონი, ვისაც თავისი შიშველი ფოტო ექნებოდა, ყველას სახეში არტყამდა და სუნმინი ბოდიშს ახდევინებდა. ნამდვილი ნაგავია! თვითონ გაავრცელა ფოტოები და მერე ვისაც შენახული ჰქონდა ასე ამცირებდა. უნამუსო! მეგონა მხოლოდ ჩვენი კლასით შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ მთელს სკოლას, დირექტორის, მშობლებისა და დამრიგებლების თანხმობით გადაუქექეს ტელეფონები. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არავისთვის დაურტყამთ, მაგრამ ვისაც ფოტო ჰქონდა მაგათ ერთი თვით მშობლებმა ტელეფონები ჩამოართვეს. ნამდვილი ქაოსი იყო. მე კი იმ ძუკნამ სამ-სამჯერ დამარტყა სახეში, რადგან ჰესუსთან მასზე რაღაცეები ვილაპარაკე! კლასელებთან დამამცირა!-ბოლოს სიბრაზისგან წამოიკივლა ჯივუმ. - აუცილებლად ინანებს რაც გააკეთა!-საწოლზე დაარტყა ხელები.

მუნჯი სიყვარულიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin