თავი5

149 12 0
                                    

,,სკოლაში ხარ?"
,,კი, ეხლა მივედი."
,,შენს კარადაში შეიხედე?"
,,არა, ყველაფერი თან მაქვს."
,,შეიხედე."
ვალემ თავისი რკინის კარადა გახსნა და რძიანი შოკოლადის ფილა დაინახა.
,,ეს რას ნიშნავს?"
,,ხომ შეგპირდი.❤️🐱"
,,მადლობა, მაგრამ..."
,,რა მაგრამ ფისუნია?🐱"
,,საიდან? როგორ? რანაირად?"
,,მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ."
,,ნუ მაშინებ."
,,არ გაშინებ ფისუნია, შენზე ზრუნვა მომწონს."
,,დამენახე."
ვალეს ნელ ნელა პანიკის გრძნობა უჩნდებოდა.
,,მაგის დროც მოვა."
,,იუჯინ, მაშინებ."
ვალეს ხელები უკანკალებდა.
,,დამშვიდდი, უბრალოდ ერთ სკოლაში ვსწავლობთ."
,,დამენახე."
,,მოგვიანებით."
-გაკვეთილი დაიწყო.
ვალე შეხტა.
-ბატონი რაიდერ...
რაიდერმა შეწუხებული სახე მიიღო როდესაც ვალეს გადათეთრებული სახე დაინახა.
-ყველაფერი კარგადაა?
-დ...დიახ.
რაიდერმა ვალეს მხარზე ხელი დაადო.
-წამოდი გაკვეთილზე.
-დიახ.
ვალე ჩაფიქრებული და შეშინებული იყო.
-დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი კარგადაა?
-დიახ.
რაიდერი მცირე, შეუმჩნეველ მოძრაობებს აკეთებდა რათა ვალეს შეხებოდა.
-მიდი გაკვეთილზე.
ვალე საკლასო ოთახში შევიდა.
-ქალბატონო როზა, ვალე მე შევაფერხე, ბოდიშს გიხდით.
მოხუცი ქალი უკმაყოფილოდ დაიმანჭა და სათვალე გაისწორა.
-ბატონო რაიდერ, ის რომ კლასის ხელმძღვნელი ბრძანდები, უფლებას არ გაძლევთ სხვისი საგნები გააუფასუროთ.
-არა ქალბატონო როზა როგორ გეკადრებათ.
ღიმილით თქვა რაიდერმა.
-დაგვიანებულ სტუდენტებს გაკვეთილზე არ ვუშვებ.
-კარგით ქალბატონო როზა.
აშკარად გაღიზიანებული ხმით თქვა რაიდერმა და ვალესთან ერთად ცარიელ კლასში გადაინაცვლა.
-არ ინერვიულო, ვეცდები დაველაპარაკო მოგვიანებით.
-მადლობა.
-ვალე.
რაიდერმა ვალეს სკამი გამოუწია და მის წინ დაჯდა.
-მოდი ვილაპარაკოთ, რადგან ამდენი დრო გვაქვს, კარგი?
ვალემ რაიდერს თავი დაუქნია.
-მითხარი რამე გაწუხებს?
-არა.
-ვალე კლასელებს რატომ ჩამოშორდი?
ვალემ თვალები დაბლა დახარა.
-ნორმალურია რომ არ გინდოდეს კონტაქტი, მაგრამ თუ ვინმე გჩაგრავს მითხარი.
-არა, უბრალოდ სწავლაზე მინდა ვიყო ორიენტირებული.
-ეგ კარგია, მაგრამ სოციალიზაცია საჭიროა.
რაიდერმა ვალეს თმა გაუსწორა.
-შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ.
ვალე თავს დისკომფორტულად გრძნობდა, მთელი დარჩენილი დრო ვალე და რაიდერი სიჩუმეში იჯდნენ.
-ვალე...
-დიახ.
-ზარი დაირეკა, შემდეგ გაკვეთილზე არ დააგვიანო.
-კარგით.
ვალე ფეხზე ადგა და საკლასო ოთახი დატვა.
ნეტა ვინაა იუჯინი, იქნებ... პორშის აქაუნთია? ჯანდაბა, რა დებილი ვარ, მეგონა რომ...
ვალემ ტელეფონს დახედა.
,,ფისო რატომ შეგეშინდა?"
,,შემეში, მძულხარ პორშ."
ვალემ აქაუნთი დაბლოკა.

სახიფათო მიმოწერა.🔞(დასრულებული)Where stories live. Discover now