თავი22

95 13 0
                                    

ახალგაზრდა, ქერათმიანი, ცისფერთვალება ქალი ვალეს ოთახში იჯდა და აბაზანაში შესულ ვალეს ელოდებოდა.
-ვალე...
-დიახ.
-მოდი დაბრძანდი.
ვალე მორცხვად ჩაჯდა პატარა პუფში.
-იცი აქ რისთვის ვარ?
-დაახლოებით.
-მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ თუ რამეზე საუბარი დისკომფორტს გიქმნის, მეუბნები.
-კარგით.
-ეხლა რას გრძნობ?
-მე... ალბათ შიშს და სირცხვილს.
-კარგი, რისი გეშინია?
-იმის რომ... იუჯინი მოვა და... ისევ...
ვალემ ტირილი დაიწყო.
-ისევ წამიყვანს და...
-ხომ იცი რომ ის ციხეშია?
-კი.
-მაშინ რატომ გეშინია?
-რომ გამოვიდეს...
-ვალე მოდი რეალობას თვალებში ჩავხედოთ, მას შენთან არავინ მოუშვებს, ციხეში რომც არ იყოს.
ვალემ თავი დაბლა დახარა.
-შენ ის ყველაფრის შემძლე გგონია?
-კი.
-ვალე მან ხომ პოლიციელებს ვერ გაუწია შეწინააღმდეგება.
-ვერა.
-ის ხომ დააკავეს?
-დიახ.
-ეს იმას ნიშნავს რომ...
-ის ძლიერი მხოლოდ სუსტებთანაა?
-ზუსტად ვალე.
ვალე სიტყვებს ჩაუფიქრდა და თითქოს იუჯინის შესაძლებლობებში მართლაც დაეჭვდა.
-კარგი, ეხლა მითხარი რისი გრცხვენია?
-მამასი...
-რატომ მაინდამაინც მამასი?
-მამა... ის კაცია და... მგონია რომ ყველაფერს თუ გაიგებს... შევზიზღდები, მითუმეტეს ჩემს გამო ამდენი ნერვიულობა გადაიტანეს.
-შენს გამო?
-რომ არ შევხედრილიყავი იუჯინს...
-სხვანაირად გაგიტაცებდა, ის რომ ვიღაც მანიაკია და ფსიქოპათია შენი ბრალი არაა.
-არ ვიცი.
-მითხარი ეხლა მზად ხარ მამას მოუყვე იუჯინი რას აკეთებდა?
-არა!
წამოიყვირა ვალემ.
-ყვირილი არაა საჭირო.
ოთახში ვლადი შემოვარდა.
-რა ხდება?
-მამა უბრალოდ ცოტა გავნერვიულდი.
-ყველაფერი კარგადაა?
-კი.
-დაგტოვებთ მაშინ.
-კარგი მა.
ვლადი ოთახიდან გავიდა.
-შეგიძლია მე მომიყვე?
-არა.
-კარგი და რატომ არ შეგიძლია?
-ჯერ არა... მერე მოგიყვებით.
-არ მენდობი?
-არა.
-კარგი, ვალე ეხლა დაისვენე და ხვალ ისევ შევხვდეთ, კარგი?
-კარგი.
ქალი ვალეს დაემშვიდობა და სახლი დატოვა.
-ვალე როგორ ხარ?
-კარგად მა.
ვლადი ვალეს გვერძე მიუჯდა.
-დედა სადაა?
-მაღაზიაში.
-მამა...
-გისმენ პრინცესავ.
-მაპატიე რომ ჩემს გამო ამდენი ინერვიულეთ.
ვლადი ვალეს ჩაეხუტა.
-ჩემო პრინცესავ ძალიან მიყვარხარ.
-მამა მაპატიე.
ვალეს ცრემლები წამოუვიდა.
-საპატიებელი არაფერია... გესმის?
ვალემ თავი დააქნია.
-ნუღარ ტირი, მეც და დედაც შენთან ვართ.
-მადლობა მა.
ვალემ ცრემლები მოიწმინდა.
-მამა მშია.
-მოვა დედიკო და ვისადილოთ.
-კარგი.
-პრინცესავ ფსიქოლოგის შეცვლა ხომ არ გინდა?
-არა, იყოს, საყვარელია.
-პრინცესავ თუ რამე არ მოგეწონება მითხარი კარგი?
-კარგი მა.

სახიფათო მიმოწერა.🔞(დასრულებული)حيث تعيش القصص. اكتشف الآن