kiss.

85 8 3
                                    

ნენემ მანქანა დაქოქა და სწრაფი სიჩქარით წავიდა. აზზრზე არ იყო სად მიდიოდა მაგრამ მანქანას მაინც არ აჩერებდა და უბრალოდ გზას მიუყვებოდა.  რამოდენიმე წუთის შემდეგ უბრალოდ გზაზე გავიდა. მოძრაობა საერთოდ არ იყო ერთი ორჯერ თუ ჩაუარა მანქანამ.(არ ვიცი გუდაურში ესეთი გზა თუ არსებობს მაგრამ ვითომ არსებობს😆)

ცოტა ხანში  სიგნალის ხმა გაიგონა და  უკან გაიხედა. ალექსანდრეს შავი ჯიპი იყო.

ალექსანდრე მიყვებოდა...

მანქანა არ გაუჩერებია პირიქით სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა

ალექსანდრე კი ლამის იყო გაგიჟებული. გოგონას უკნიდან მისდევდა და წამდაუწუმ უსიგნალებდა რომ მანქანა გაეჩერებინა ან ცოტა შეენელებინა მაინც.რადგან გზა მოყინული იყო და შეიძლებოდა მოსრიალებულიყო.

 

ნენეს მანქანას დაძაბული უყურებდა. რა დროსაც ნენეს მანქანა მოუსრიალდა და   მოპირდაპირედ მომავალ მანქანას კინაღამ შეეჯახა. 

"ალკოჰოლის ბევრი დოზა მიიღო ამიტომ ფხიზელი არ იყო და უეცრად გაითიშა და მანქანას დაეჯახა."

ალექსანდრეს წლების წინ ექიმისაგან მოსმენილი სიტყვები გაახსნდდა სუნთქვა გაუხშირდა , გული აუჩქარდა    უფრო მეტად დაიძაბა და ანერვიულდა როცა მიხვდა რომ ნენე მთვრალი იყო.

-ნენე გააჩერე ეს დედააფეთქებული მანქანა!!!-დაიყვირა და საჭეს ხელი მაგრად დაარტყა. კისერზე ძარღვები ემჩეონდა  სიბრაზისგან სახე სულ ასწითლებოდა.

ამის შემდეგ ალექსანდრემ კიდევ დიდხანს სდია ნენეს და საბოლოოდ ნენემაც მანქანა გააჩერა. ალექსანდრემაც ზუზტად მის უკან გააჩერა მანქანა და  გიჟივით გადმოვიდა.

-ნენე რას აკეთებ!!!-დაიღრიალა და გოგონა მის მანქანაზე ზურგით ააკრო.-ნორმალური ხარ?  რამდენჯერ მოგისრიალდა მანქანა იცი? -ცოტა ტონს დაუწია მაგრამ მაინც ყვიროდა.

უხმო ქუჩაWhere stories live. Discover now