თავი 1

458 15 0
                                    

-ქეთო,ადექი გოგო!-ყურში მიყვირის ჩემი უმცროსი ძმა.
-დაჩი,სადმე გადაიმალე სანამ თავი ამოვწიე!-ვზმუოდი,ბალიშში თავჩარგული.
-მე უნდა მოგკლა!გააჩერე შენი მაღვიძარა ან წაბრძანდი გასაუბრებაზე.-ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი იყო. ლამის სული განვუტევე.-რა გაკივლებს გოგო. ილიაა,მოდი დამაყრუა ამან!-ყურებზე ხელს იჭერდა,თმებ გადაპრსული მაღალი ბიჭი. უი,ჩემი ძმაა. ღმერთო,რა დროს ესაა!საათს დავხედე. ექვსის ნახევარია. სად მეჩქარება ნეტა.
-მამლის ყივილამდე,რატო იღვიძებ შეგიძლია მითხრა?-ოთახში შემოფრატუნდა ჩემი უფროსი ძმა.ყავისფერი მოგრძო თმა ჩიტის ბუდეს უგავდა.-კაი,ტიტველი დადიოდე კიარა დაძრწოდე მესმის,მაგრამ ტიტველსაც გძინავს?-დოინჯ შემორტყმულმა შემომხედა და პენუარზე მანიშნა. თავისუფლად მიყვარს ჩაცმა. ისე,რომ თითქმის მთელი სხეული მიჩანს. რასაც ჩემები ტიტველ სიარულს ეძახიან.
-ილია მომშორდი!-შევუღინე და ორივე გავყარე ოთახიდან.
ჯერ შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი. შავი თმა ზემოდან ჩავიწენი ხუთ ნაწნავად. ცოტა სახე კი მქონდა დაჭიმული,მაგრამ ჯანდაბას!ცისფერი ატლასის მოკლე ტოპი ჩავიცვი,რომელიც მკერდის ზოლამდე მწვდებოდა მხოლოდ და მკერდთან ძალიან ამოღებული იყო.ნუ შეიძლება ითქვას,ლიფად უფრო გამოდგებოდა.მუხლს ჩამოცილიბული ტყავის მაღალ ქუსლიანი ჩექმები ჩავიცვი.ამას დავუმატე შავი მოკლე ქვედაბოლო,რომელიც,საჯდომის ფარავდა თუ არა მხოლოდ ორი სანტიმეტრით თუ იქნებოდა გრძელი. შავი კლასიკური პიჯაკი დავუმატე და იდეალური გამოვიდა.პატარა შავი ჩანთა ავიღე და მისაღებში გავბაკუნდი. უკვე 10 საათი იწყებოდა ამიტომ საუზმე სწრაფად გავამზადე. სამზარეულოში დედაჩემი და ჩემი უფროსი ძმა შემოვიდნენ.
-დედა გამოაგდებენ ამას იქიდან,შეხედე რა აცვია.-ისევ ჩემს ჩაცმულობაზე საუბრობენ.
-მერე რა?მე,ამაზე უარესიც კი ვიყავი ამის ასაკში.-იცინის დედა და ოთახში შემოსულ მამას ლოყაზე კოცნის.
-აბა,რა გაჩხუბებთ ამ დილაადრიან?-თეფშიდან მოხარშული კვერცხი ამაცალა მამაჩემმა და თვალი ჩამიკრა.
-ჩემი ჩაცმულობა.-ილიას დავეჭყანე და ფეხზე ავდექი.
-ქალი მარტო ფეხებია და აბა ამასავით ხო არ აიძაძება?-ჩემდა უნებურად გამეღიმა მამაჩემის კომპლიმენტზე და იქვე კარებ აყუდებულ ჩემს ძმაზე.რომელსაც ორი ზომით დიდი შარვალი და ამავე ზომის 2pac-ის მაისური ეცვა.
-მე ნუ გადმომწვდი მამიკოო,არ მაწყობს შენი გაბრაზება ფული უნდა გთხოვო.-ნიკოლოზს (მამას) თვალი ჩაუკრა და დედას თავზე კოცნაც დაუტოვა უმცროსმა.
-მე წავედიი!-კარებიდან ვიყვირე და კიბეზე დავეშვი.იქვე გაჩერებულ ჩემს ულამაზსს მწვანე green porsche 911 შევხედე.შიგნით ჩავჯექი და სწრაფად მოვწყდი ადგილს.
შუქნიშანზე გაჩერებულს უკნიდან ვიღაც იდიოტი მისიგნალებდა.უცებ თავი გადავყავი და ვხედავ როგორ მისიგნალებს მამაკაცი შავი mustang-ის კაბრიოლეტიდან.
-შუქნიშანზე ჩერდებიან თუ არ იცოდი აქამდე!-აწ უკვე გვერდით ამომდგარს შევხედე და გაზსს მივადგი ფეხი.-კრეტინი.
მალევე მივედი კომპანია sky towers-ის კარებთან და შიგნით შევაბიჯე.როგორც ვიცი კომპანიას ორი მეწილე ყავს რომელებსაც ლექსო და საბა ჰქვიათ. კარგიი... ფეხსაცმლის კაკუნით შევაბიჯე ჰოლში და ლიფტისკენ დავიძარი.მეოთხე სართულზე,რომ ავედი იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი.
-შემდეგი!-მომესმა ვიღაცის ცქრიალა ხმა.-გამარჯობა!მე ეკატერინე!-ხელი გამომიწოდა და საყვარლად გამიღიმა.-წარმატებები.-მეც გავუღიმე და კაბინეტში შევედი.
-გამარჯობა?!-მომესალმა ორივე ერთად.
-გამარჯობა.-გავუღიმე.მათაც მანიშნეს ჩამოჯექიო,აღარ დამიყოვნებია.
-ტაკ,ტაკ ესე იგი ქეთევანი?-მკითხა ქერამ.
-დიახ,მაგრამ ყველა ქეთის მეძახის.-მკრთალად გავიღიმე.-ქეთი ასათიანი!
-მე საბა მოდებაძე.-მითხრა ქერამ და გამირიღიმა.
-ლექსო ჯოჯუა.-და უცებ გააგრძელა.-ესე იგი გამოცდილება გაქვს.-გამომხედა ალმაცერად.
-დიახ.ორი წელი ვმუშაობდი საკმაოდ ცნობილ კომპანიაში.-თავი ავწიე და ჩემი წინა უფროსების ესპანურ და ქართულ ენოვანი კომენტარი.
-ოჰოო!ესპანეთში მუშაობდი?-მკითხა საბამ.
-დიახ,ბატონო...
-არანაირი ბატონო და თქვენობითი ფორმა არ გჭირდება ჩვენთან.-მეგობრულად გამიღიმა ლექსომ.მეც თავი დავუკარი.
-გასაგებია.ასევე მანამდე მიმუშავია ვარშავაშიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად როდესაც პოლონეთში ვსწავლობდი.შემდეგ კი საქართველოში ჩამოსვლისას T&S-ში ვიმუშავე ცოტა ხნით.ყველას კომენტარი მანდვე მიდევს.-მედიდურად დავუკარი თავი გაოცებულებს.
-მშვენიერია გიორგის ასისტენტობისთვის არა?-მხარი გაჰკრეს ერთმანეთს.
-უკაცრავად ერთ-ერთი თქვენგანის ასისტენტი არ უნდა ვიყო?-ვიკითხე გაოცებულმა.
-იცი,ერთ-ერთი მეწილე,ვისი ასისტენტიც უნდა იყო ხვალ ბრუნდება მივლინებიდან. გვთხოვა მამაკაცი ასისტენტის აყვანა..-ამაზე ოდნავ ჩამეცინა.-არა გეი არ არის..-გადაიხარხარა საბამ.
-ეგ არც მიფიქრია,უბრალოდ მეცინება ქალების პროფესიონალიზმს რომ არ აფასებენ.-წარბები შევკარი. ესეც ჩემი ყველაზე საშინელი მხარე. ნებისმიერს შემიძლია გავუწიო წინააღმედგობა.ძალიან უტაქტოდ როდესაც უსამართლობას ვხედავ ვინმეს და მით უმეტეს ქალბატონების მიმართ.
-არა,არა ქეთი სხვანაირად გაიგე.ცოტა სხვა მიზეზები აქვს გიორგის.მოკლედ რას ვამბობდი,მამაკაცი მოგვთხოვა მაგრამ ყველა ან გამოუცდელი აღმოჩნდა ან საშინელი კომენტარი ჰქონდა,ცუდი მუშაობის გამო.შენ კი არამარტო ერთ ენაზე მოგვიტანე საუკეთესო კომპანიებისგან ასევე შესანიშნავი კომენტარი. ამასთან ერთად განათლება მიღებული გაქვს უცხოეთშიც და საქართველოშიც.-გამიცინა საბამ.
-მოკლედ ლამაზო,ხვალ შეგიძლია მობრძანდე და მუშაობა დაიწყო.-მადლობა გადავუხადე და ფეხზე წამოვდექი.გარეთ რომ გავედი ლამის წავიქეცი.
-ამიყვანეს ეკატერინეე.-უცებ ამოვიკნავლე იმ გოგონას სახელი რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი.
-გილოცავ საყვარელოო.-ისე გადამკოცნა ცოტა გამიკვირდა.
-ხვალამდე კატუს!-ვუთხარი და კისკისით დავიძარი ლიფტისკენ.
მალე შემოვარდა ლიფტში მაღალი,ახოვანი სხეული.ჩემზე თითქმის 15 სანტიმეტრით მაღალი.არა და 1.78 ვარ სიმაღლეში.ხვდებით ალბათ რა სიმაღლეზეა საუბარი ხოო?
-თქვენ ახლა საიდან მოდიხართ?-უცებ მკითხა უცნობმა.
-ბოდიშიი?-წარბი ავუწიე და ლიფტიდან ტანის რხევით გავკაკუნდი.მაშინვე ტელეფონი ამოვიღე და ილიას დავურეკე.-ამიყვანეს ბოროტოო!-ენა გამოვუყავი.
-გოგო შენ ემოცია არ გაგაჩნია?მაგ კომპანიაში შესვლაზე ოცნებობს ხალხი და ეს პირდაპირ ერთ-ერთი მეწილის მდივანი გახდა და რა უემოციობაა ან იკივლე ან ი..
-მოკეტე ილია!-უცებ დაჩიც შემოგვიერთდა ვიდეო ზარში.-დაჩიკო,ამიყვანეს!-სიცილით ვუთხარი ბიჭს და ტელეფონი მანქანაში მყოფ მაგნიტს მივამაგრე.
-კაი რა ქეთო!რა დაჩიკო!ბიჭები მიზიან გვერდით.-ჩაიბურტყუნა გაბუსხულმა.-გამარჯობა ქეთი დეიდააა!-უცებ მოესმა თინეიჯერი ბიჭის ხმა.
-ვაიმე ეგ ჩემი ირაკლიკოა?!ვინაა ბიჭო დეიდა?!-ვიკივლე და მანქანა ადგილს მოვწყვიტე.
-მეც აქ ვარ ქეთ!-ახლა მეორე ნაცნობი ხმაც რომ გავიგე მკვეთრად დავამუხრუჭე.ილის უკვე გაეთიშა.-ნელა გოგო!
-ვაიმეე ერკეე!აუ სად ხართ?მოვალ რაა!-ავწუწუნდი თითქოს მათი ტოლი ვიყო.
-ერეკლესთან ვართ ქეთ!-სწაფად გავთიშე და ავჭალისკენ დავძარი ავტომობილი.
  ზოგადად ვგიჟდები დაჩის მეგობრებზე მაგრამ ეს სამიეული გამორჩეულად მიყვარს.ირაკლი და ერეკლე ძმები არიან,ტყუპები.ბაღიდან მე გამომყავდა და მთელი დღით მყავდა ჩაბარებული,როცა არც ერთის მშობლებს ეცალათ. ფაქტობრივად სამივე თვითონ გავზარდე.
უკვე კარებთან ვიდექი და ზარს ვრეკავდი.
-ვაიმე ჩემი ქეთი დეიდაა!-უცებ შემომეხვია ირაკლი.
-ირაკლიკოო!რამხელა ხარ ბიჭო!-თმა ავუჩეჩე და მისაღებისკენ ავიღე გეზი.
-შენ კიდე უფრო გალამაზებულხარ!-დამაწია ირაკლიმ.
-აუ ჩემი უუსიმპატიურესებიი!-ყოველთვის ვკარგავ სერიოზულ სახეს ამ სამეულთან.
-ეს რა გაცვია გოგო?-უცებ მკითხა ერეკლემ.
-რაც უხდება ის!-ხელი გადამხვია ირაკლიმ და ლოყები დამიკოცნა.-რა ტკბილი ხარ შენ.-
   ირაკლის ყველაზე განსაკუთრებულად ვუყვარვარ მე. ეს კი იმიტომ რომ,იყო მის ცხოვრენაში პერიოდი ირაკლიკოს სათვალეზე დასცინოდნენ,რამდენჯერმე ისეც ყოფილა მისთვს სათვალე წაერთმით და გადაეგდოთ.ამ დროს კი ატირებულს თვითონ ვაწყნარებდი და ყველას ვასწავლიდი ჭკუას ვინც მას აბრაზებდა.ხშირად რჩებოდა ჩემთან და ერთად გვეძინა ხოლმე.მისი ხატვის ნიჭიც მე აღმოვაჩინე და ერთად ვხატავდით ხოლმე.
-მოშორდი ჩემ დას!-წარბი აუწია დაჩიმ.ეს ჩვენი ვაჟბატონი გონს კარგავდა თავის დაზე.ყოველთვის მე ვატარებდი რაგბზე,და ყოველთვის ვგულშემატკივრობდი.
ოო,აი ერეკლესთვის კი სულ სხვა ფენომენი ვარ.პირველად დაჩიმ რომ გამოატანტალა ატირებული 4 წლის ერეკლე და მე მომიყვანა როგორც შენ იცი ისე დააწყნარეო მაშინვე გადაირია ჩემზე ჩემი კნოპკა.
ყველგან დამყავდა ამხელა ქალს. სამივეს დავავლებდი ხოლმე ხელს და წავიყვანდი ზაფხულში ზღვაზე,ზამთარში მთაში. პირველ წაყვანაზე ბიჭებს პირსახოცები ვაჩუქე. ნელ-ნელა ვამჩნევდი როგორ დატანტალებდა ერეკლე პირსახოცით ხელში და მასზე ჩახუტებული იძინებდა.
ის არასდროს დამავიწყდება მეხუთე კლასში კლასელმა ხელი კარებში რომ მოაყოლა და საავადმყოფოში სულ ქეთოს ძახილში იყო.დედაც არ გაუკარებია თურმე პატარა ონავარს.ჩემს დანახვაზე კი ისე იყუჩა იფიქრებდით მისი ანგელოზი გამოეცხადა და უცებ გაუნელა ტკივილო.
მერე ყოველთვის მე ვატარებდი გიტარაზე.და ხანდახან ჩუმ ჩუმად ჩემს მოტოციკლზეც ვსვამდი.
სამივესთვის თილისმა ვარ.ჩემთვის ისინი კი სამივე თვალის ჩინი.
სამივეს ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიყავი ყოველთვის.სამივეს დაზე მეტად ვუყვარდი და მაფასებდა.მე კი ღამე ძილის წინ ყოველთვის ვლოცულობდი მათზე.
-ჩემი პატარა ბიჭები რამხელები გახდით..-ძმები გვერდიდან ამეკვრნენ,დაჩიკოს კი ჩემ კალთაში ედო თავი.
-შენ ხარ ჩვენი ნომერ ორი დედიკო.-ლოყაზე მაკოცა უმცროსმა სიხარულიძემ.ერეკლე და ირაკლი კი ტყუპები იყვნენ მაგრამ ერეკლე ირაკლიზე თხუთმეტი წუთით უფროსი იყო.
-კნოპკაა.-ცხვირზე თითი დავკარი იკას.
-დაიი იცი დღეს ვინ ჩამოვიდა?-უცებ თავი წამოყო ძირს მჯდომმა დაჩიმ.
-ვინ?და ნუ ზიხარ იატაკზე გაცივდები ბიჭო!
-ვინ და ვაჩე სიხარულიძე.ამათი უფროსი მამიდაშვილი.-ჩემ და უნებურად მოვიღუშე.-ხოდა დაგვპატიჟა მოდითო და თან ქეთიც მოიყვანეთო!-მკვეთრად თქვა ჩემი სახელი.
-კაი რა დაჩიი.ხვალ პირველი დღე მაქვს სამსახურში!-წარბები შევკარი და ფეხზე წამოვდექი.-მაგიტო ხართ გამოპრანჭულები?-სამივემ ერთად დამიქნია თავი.-მერე და არ გინდათ ვაჩესთან პორშეთი მიგაბრძანონ სიმპატიურო ყმაწვილებოო?-ასე აღმოჩნდნენ ჩემს მანქანაში სამეული.
-გოგო ცოტა ნელა იარე!-უკნიდან მეჩიჩინებოდა ხან ირაკლი და ხან დაჩი.გვერდით ერეკლე მეჯდა.უყვარს ბავშვს ადრენალინი რაგინდა რო ქნა.
-მოვედით ბედოვლათებო.გადადით ეხა!-უცებ დავუცაცხანე და მანქანიდან გადავყარე.

სიმპატიური უფროსიWhere stories live. Discover now