თავი 2

257 15 0
                                    

დილით ადრე ვიღვიძებ. ცოტა ხნით საწოლში ვყურყუტებ და მერე ფეხზე ვდგები. თავს ვიწესრიგებ და კარადას ვაღებ. ვაიმე ეს რა ბომბი რაღაც მოვიფიქრე!შავ ლიფზე ამავე ფერის ჩემს ზომაზე ოდნავ პატარა პერანგს ვიცვამ და მხოლოდ შუა ღილს ვიკრავ ისე რომ ლიფი დაიფაროს. ქვემოთ მოკლე შავ ქვედაბოლოს ვიცვამ რომელიც მოტკეცილია და საჯდომს როგორც კი ცილდება მაშინვე ქრება. ფეხზე კი გრძელ მუხლს ზემოთ ტყავის ჩექმას ვიცვამ. აქსესუარად მხოლოდ ყელსაბამს ვიკეთებ უსასრულობის ნიშნით და ვერცხლისფერ საყურეებს. პატარა შავ ჩანთასაც ვიღებ და ისე გავდივარ სამზარეულოში.მსუბუქად ვსაუზმობ და სამსახურში მივდივარ.
  შენობაში შევდივარ თუ არა ეკატერინე მხიარულად მესალმება.
-დილამშვიდობისა კომპანიის სექსუალურობავ!-ცქრიალა ხმით გადაიკისკისა.
-დილამშვიდობის ყველაზე მხიარულოო.-მეც გავუცინე.-ჩემს კაბინეტს ხომ ვერ მანახებდი?-მანაც უცებ დამიკრა თავი.
ლიფტში შესვლის თანავე შემოვარდა ვიღაც. ისევ ის ტიპი გუშინ აქ რომ შევხვდი.
-გამარჯობა გიო!ზუსტად ახლა მიმყავდა შენი ასისტენტი მის კაბინეტში.-მიესალმა კაცს. ოჰოო..
-გამარჯობა ბატონო გიორგი..-ხელი გავუწოდე გახევებულს. რა?ჩემს პერანგს თვალს არ აშორებდა.-უკაცრავად!-ლიფტი როგორც კი გაჩერდა მაშინვე გავვარდი იქიდან.
-არ ინერვიულო,ძაან მხიარული ვინმეა გიო.-თვალი ჩამიკრა ცქრიალამ.-აი შენი კაბინეტი.-შავ კარზე მანიშნა.-მარცხნივ მე გყავარ მარჯვნივ გიორგი. აბა შენ იციი!-დამემშვიდობა და კაბინეტში მარტო დამტოვა. თვალი მოვავლე იქაურობას.. მყუდრო და პატარა. საჩემოა.
მაინც გადავწყვიტე ბედი მეცადა ამიტომ მარჯვნივ დიდი კარისკენ დავიძარი.
უცებ ღრიალი გავიგე.
-როდიდან აგყავთ ჩემი მდივანი ჩემი უფლების გარეშე!-ღრიალებდა სავარაუდოდ ბატონი გიორგი.
-გიორგი მისმინე!კარგი გოგოა,გამოცდილი.-ლექსოს ხმა გავიგე.გამეღიმა.
-არ მაინტერესებს!რა ეტყობა გამოცდილის ბიჭო მაგას რა!ბოზობაში თუ იქნება გამოცდილი ერთადერთი.-რაშიო რა თქვა?-ვერ უყურებ რა აცვია?კაი საბა მესმის შენ რამ გამოგაყ*ევა ესე ლექსო?ცოლი არ გყავს ბიჭო?!-უცებ საერთოდ აღარ დავფიქრებულვარ კარებზე ბრახუნი ავტეხე.-შემოდი!-იყვირა იმ ხეპრემ.
-გამარჯობათ.-მივესალმე ლექსოს და საბას. შემდეგ კი მის სავარძელში მშვიდად ჩამომჯდარის მაგიდას მივუახლოვდი.-შეიძლება ცუდად მოვიქეცი,რომ მოგისმინეთ მაგრამ ფაქტია შეურაწყოფა მომაყენეთ!არც კი ვიცი ახლა თქვენობით რომ მოგმართავთ რა ნებისყოფა მიძლებს!ალბათ ზრდილობა რომელიც თქვენგან განსხვავებით გამაჩნია.-მის მაგიდას ხელებით დავეყრდენი.-ავიტან შენიშვნას მაგრამ არა შეურაწყოფას!ეს ერთი. თქვენ,ჩემი ჩაცმულობით კი არა ჩემი მუშაობის ხარისხით უნდა დაინტერესდეთ!ესეც მეორე. შემდეგში,უბრალოდ ირიბად მაინც გააკეთებთ აქცენტს ჩემს თავისუფალ სტილზე და ენას ხელში დაგაკავებინებთ!-თვალი ჩავუკარი.-ესეც ბოლო!-სწრაფად გამოვვარდი ოთახიდან და უკან მოვიტოვე გაოცებული სამი წყვილი თვალი.
ცოტახანში ჩემი ,,უფროსი'' მეძახის.კარზე ვაკაკუნებ.
-მოდი!-იყვირა ისევ. ყვირილი ამის ჰობია ალბათ.
-რამე გნებავთ?-ვკითხე და მის მაგიდასთან ახლოს დავდექი.
-ამეებს გადახედე,-საბუთები გამომიწოდა.-არქივიდან რაღაც დეტალებია დასამატებელი. რაღაცეები კი კონტრაქტის მიხედვით უნდა ჩაამატო. იცოდე ხვალ დილით მაგიდაზე დამხვდეს!-კაი?დამცინის ალბათ. ან მიზეზს ეძებს,რომ სამსახურიდან განმათავისუფლოს. არც ეგეთი მარტივია ეგ საქმე ჩემო გიორგიი.
-კი ბატონო!-მხიარულად გავუღიმე და საბუთები გამოვართვი. ყველაფერს გადავხედე და არქივში გავიქეცი საჭირო მასალის მოსაგროვებლად. გამოიცანით რამდენი ხანი ვიყავი არქივში? არც ერთი სააათი არც ორი და არც სამი! მთელი ხუთი საათი. არქივში ქალბატონი ნონა გავიცანი რომელიც ძალიან დამეხმარა.
უკვე 7 საათი იყო. სამუშაო საათები 9-ზე მიმთავრდება. საოცარია! მომიწევს აქ დარჩენა! ჯერ მხოლოდ კონტრაქტია ას გვერდიანი. მერე საბუთებშია მილიონი რამე შესატანი. რა გაეწყობა,დავიწყე კითხვა. ღმერთო ამათი ადვოკატი ვინ არის?რამდენი შეცდომაა!
ცხრა საათზე კონტრაქტის კითხვაც დავასრულე და მთავარ საქმეზე გადავედი. უცებ კარებზე კაკუნი გავიგე.
-მოდით!-დავიძახე და საქმეს მივუბრუნდი.
-რას აკეთებ?დამთავრდა სამუშაო საათები!-მითხრა ეკატერინემ. ეჰ კატუსს. ჩემს უფროსს ვეზიზღები.
-ჩემთვის არ დამთავრებულა კატო!-ამოვიწუწუნე და ყავა მოვსვი.-ეს საბუთები!-ორმოცამდე ფურცელი ავუფრიალე ეკატერნეს.-უნდა შევავსო სულ!თან არქივიდან ამომატანინა რაღაცეები! მერე ეს მილიონ გვერდიანი კონტრაქტიც წამაკითხნა მაგ შენმა მხირულმა გიორგიმ
და ახლა გადავედი ამათ შევსებაზე.-ვბურტყუნებდი და საფეთქლებს ვიზელდი.
-გოგო ვადა გაქ იქნება დიდი?რო დაასხი ტვინი ჰკითხე ეგ?-ხმაურიანად ჩამეცინა.
-ხვალ დილით მაგიდაზე უნდა დახვდეს ბიჭს!-ამოვიბუზღუნე და თვალები მოვისრისე.
-ღმერთო ჩემო!რა ცოდო ხარ ქეთი.-მითხრა თუ არა მაშინვე წამოდგა.-კარგად ქეთ!წარმატებები!-ხელი დამიქნია.
-კარგი საღამო ეკა!-გავუცინე და საქმეს მოვუბრუნდი.
ზუსტად 11-ზე დავამთავრე ყველაფერი და ორჯერ გადავიკითხე. მის კაბინეტში შევედი და იქვე წებოვანი ფურცელი ავიღე.
,,12-ის ნახევარზე დავასრულე ბატონო გიორგი. ყველაფერი წაკითხული მაქვს მხოლოდ თქვენი ხელმოწერა აკლია.''
იქვე დავაკარი საბუთს და ოთახი დავტოვე. გასავათებული დავიძარი ჩემი კაბინეტისკენ. ნივთები მოვკრიფე და ილიას დავურეკე.
-ილო,მომაკითხავ?-ვბურტყუნებდი და თან ლიფტს ვიძახებდი.
-სად ხარ ქეთუ?-მკითხა ხმადაბლა.
-ამ წამს დავტოვე ოფისი. მისამართს მოგწერ და მანქანაში დაგელოდები რა.-ვუთხარი თუ არა გავიგე როგორ მიიხურა კარები.
-დამელოდე ორ წუთში მოვალ.-მითხრა და გამითიშა. ოფისიდან გავედი და მანქამის კრები გამოვაღე. უკანა სავარძელზე მოვიკუნტე და ასე ჩამეძინა. უეცრად ძილში გავიგე როგორ ამიტაცა ვიღაცამ ხელში. ილო იყო. თმაზე მეფერებოდა და საწოლში მაწვენდა.
იმ ღამით ჩემი ენერგო ვამპირი მესიზმრა. ბატონი გიორგი. ნათლად დავინახე როგორ ვეჯექი ზემოდან და ვურტყამდი ხანდახან ვკაწრავდი კიდეც. მესიამოვნა და თან როგორ მესიამოვნა.
  დილით გვიან გამეღვიძა.მოვწესრიგდი და სწრაფად ჩავიცვი ბარხატის მუქი წითელი ტოპი და კლასიკური შარვალი. Ysl-ს ქუსლები ჩავიცვი და ოქროსფერი საყურე გავიკეთე. წითელი ჩანთა ავიღე და სამზარეულოში გავედი.
ილო დამხვა.
-გუშინ რა დაგემართა?-მკითხა ინტერესით და ჩემთვის მოდუღებული ყავა მომაწოდა.
-მადლობა ილია.-მადლიერი თვალენიბით შევხედე და ყავა მოვწრუპე.-რა მჭირდა და ჩემს ვამპირ უფროსს არ მოვეწონე.-თმა უკან გადავიყარე.-ამიტეხა ამბები,მეც არ დავაკელი. ხო იცი ჩემი ამბავი არა.-გაგვეცინა.
-მე თუ არა აბა ვინ იცის ქეთ.-თქვა და ჰალსტუხი შეისწორა.
-ხოდა ამის მერე სამაგიეროს ,,პონტში" უამრავი საქმე დამავალა. ძლივს მოვრჩი. თან ესე დამიბარა ხვალ მაგიდაზე დამხვდესო. ხეპრე!-მის გახსენებაზე სულ მომეშხამა გუნება.
-გინდა ვცემო?-უკნიდან მოპარულმა დაჩიმ თავზე მაკოცა. გამეცინა.-რა? ეგ ეკემ,
რომ გაიგოს დაგიპრტყელებს უფროსს.-წარბი ასწია ბიჭმა.
-ერკეზე ერთი თავით მაღალია. და რომც არ იყოს თქვენი მუშტების ქნევაღა მაკლია.-გადავიკისკისე მხიარულად.-ნახვამდის ბიჭებოო.-წამოვდექი და სამსახურის გზას დავადექი.
  სწრაფად ავირბინე კიბეები და მეოთხე სართულზე გავჩნდი. უცებ გიორგის კაბინეტიდან გამოსულ ხმას მოვკარი ყური.
-ტყუილად ეძებ შეცდომას,უნაკლოდააა ნამუშევარი! მამაშენმაც კი წაიკითხა და მოეწონა გიორგი! თან რა ძერსკი გოგოა წერილიც რო დატოვა!-იცინოდა საბა.-სულ რო ლოყები დაიხოკო მაგ გოგოს არ გაგაშვებინებ,ძვირფასოო.-ჩემი თავით კმაყოფილი და საბასგან ჩემი მხრის დაჭერით გახარებული შევედი კაბინეტში.
ვინ გაცდის? ენერგო ვამპირი რეკავს.
-გისმენთ?
-ჩემთან შემოდი!-მესმის მისი ბოხი და ყოვლად უკმაყოფილო ხმა. სწრაფად ვკიდებ ყურმილს და მისი კაბინეტისკენ მივიწევ. კარზე ვაკაკუნებ.
-მოდი ქეთა!-რაო?ქეთა-ო?მომესმა?-ჩაცმა გისწავლია.-ოთახში შესული ამათვარიელ ჩამათვარიელა და პირველი ეს მაჯახა.
-ჩემს ტანსაცმელს ვუბრუნდებით ისევ?-ვღიზიანდები.-რა გინებავთ?-ვკითხე შეძლების და გვარად მოწიწებით.
-პირველ რიგში,მინდა გითხრა ცუდი არ არის შენი ნამუშევარი. უკეთესიც მინახავს.-ქვემოდან ამომხედა.
-ნუთუ?-გამეცინა.
-რა გიკვირს?არც ისეთი პროფესიონალი ხარ!-დიაბღვირა.-მოკლედ,დღეს თათბირები და შეხვედრები ექვსის მერე რაც მაქვს გამიუქმე!-დღეს საერთოდ არ აქვს შეხვედრები.
-დღეს არც შეხვედრა გაქვთ და არც თათბირი.-ვუთხარი და შევამჩნიე როგორ დაეტყო სიხარული.-კარგი,თუ დაასრულეთ გავალ თქვენის ნებართვით.
-კი.-მითხრა და ნაჩქარევად დაამატა.-ამ დრომდე აღარ დარჩე ხოლმე ოფისში.-მომაძახა უკან.
-საშინელი უფროსი მყავს თორემ არც მე ვკვდები სურვილით.-სწერვულად გავუღიმე და ჩემი თავით კმაყოფილმა დავტოვე ოთახი.

სიმპატიური უფროსიWhere stories live. Discover now