თავი 9

225 15 4
                                    

დილით პირველს გამეღვიძა. გავიაზრე თუ არა წინა ღამით რაც მოხდა,ფეხზე წამოვფრინდი. ნახევრად გაგლეჯილი კაბა გადავიცვი და ჩემს ოთახში შევვარდი. აბაზანას მივაშურე. წყლის ჭავლში შევედი და იქვე ჩავიკეცე.
თითის ბალიშებმა დანაოჭება,რომ დაიწყეს გამოვედი. მოვწესრიგდი და ბარგი ჩავალაგე.
თან თვითგვემას მოვყევი.
-ეს,ეს რა გავაკეთე!ღმერთო ჩემო,რანაირად გავბედე!-ტანსაცმელს ჩემოდანში,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვყრიდი.-ახლა თვალებში როგორ ჩავხედო?!არა,რანაირად დამემართა?-მთლეი ძალით ვცდილობდი ცრემლები ჯებირებს არ გადმომეცდინა. ამაოდ.-ღმერთო ჩემო,თოკე!-მაშინვე დატრიალდს ერთად ყველაფერი.-ვუღალატე?არა,არა,არა და არა!-თმაში შეცურებული თითები ისე დავქაჩე,ვიგრძენი რამდენიმე ღერი ხელში როგორ შემითამაშდა.-აუცილებლად წამოვალ სამსახურიდან!
  განადგურებული სახით მივაღწიე აეროპორტამდე. ძლივს ვიყიდე ერთადერთი დარჩენილი ბილეთი. გზაში გათიშულს მეძინა ორი აბი დამაძინებლის გამო.
ჩასულმა ეგრევე ნინისთან დავრეკე.თან ტაქსში ჩავჯექი.
-ნინი...-ამოვიქსუტუნე და ისევ ტირილი ამივარდა.
-სად ხარ?!რა მოხდა?ქეთიი?ალო?-გავიგე როგორ წამოხტა ფეხზე.
-აუ შენთან მოვალ,მოგიყვები.-ვტიროდი ისევ. ისიც საეჭვოა რამდენად გაიგო ნათქვამი.
-როდის ჩამოხვედი,ნუ გადამრიე!
-ამ წამს.-ერთი ამოვიოხრე და სულ ავცახცახდი. მერე გავთიშე.
  თოკე,ანუ თორნიკე არჩვაძე ჩემი პირველი და სავარაუდოდ,უკანასკნელი სიყვარული.
ორი წლის წინ დაიღუპა. რბოლაზე გავიცანი. ჯერ კიდევ 17 წლისამ.

19/7/2013 flashback
   ქვიშიან ბილიკზე,თმა გაშლილი, მოტოციკლეტზე შემომჯდარი, ცისფერთვალება ლამაზმანის გარდა არც არავინ ჩანდა. თმა მედიდურად გადაეყარა გვერდით და მოღერილ მკერდზეც ელამუნებოდა ზოგიერთი ღერი.
ისეთი ლამაზი დასანახი იყო,ზღვის პირას,ქვიშიან ბილიკზე,შავ მოტოციკლეტზე მჯდარი,ფითქინა პირ-სახის,წარბ შეკრული ცისფერა..
-ეი,მითხრეს ფინალში გამოცდილი გეყოლებაო.. შენ რომელი ხარ?არ მეცნობი.-გვერდიდან დაუძახა ყავისფერ თვალება, საშუალო სიმაღლის ბიჭმა.ონდავ შესამჩნევი კუნთებით.
-სწორად უთქვამთ.-ერთი შეხედა და ჩაფხუტი ჩამოიცვა.-მე ქეთი ასათიანი.შენ?
-მე თორნიკე ვარ ზედგენიძე!სვანი ხარ?-მხოლოდ თავი დაუქნია.
   რბოლა,რა თქმა უნდა ქალბატონის სასარგებლოდ დასრულდა.
-სხვანაირად არც წარმომედგინა.-ამოიბუტბუტა თავისთვის და უკან ამომდგარ ბიჭს ხელი გაუწოდა.-სასიამოვნო იყო!
-ჩემთვისაც.-აშკარად ნაძალადევად იღიმოდა ბიჭი.-დიდი ხანია ძლიერი მეტოქე აღარ მყოლია.-თმაში ხელი შეიცურა.. ნერვიული ჟესტი!

სიმპატიური უფროსიWhere stories live. Discover now